![]() |
|||
წლიურმა ინფლაციამ ნოემბერში 10.5% შეადგინა, განაცხადა საქსტატმა 6 დეკემბერს გავრცელებულ მოკლე განცხადებაში. ოქტომბერში წლიური ინფლაცია 9.6% იყო. საქართველოს ეროვნული ბანკმა განაცხადა ნოემბრის ბოლოს, რომ წლის ბოლოსთვის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 10.6%–მდე გაიზრდება, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება. მთავრობას წლის განმავლობაში სულ ცოტა ორჯერ მოუწია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლის გადახედვა და მისი გაზრდა საწყისი 6%–დან. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025