თბილისი გმობს „სმერჩის“ რეაქტიული სისტემის განთავსებას ცხინვალის რეგიონში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Dec.'10 / 13:31

რუსეთის მიერ ცხინვალთან ახლოს "სმერჩის“ რეაქტიული სისტემით შეიარაღებული არტილერიის დივიზიონის განლაგება თბილისის წინააღმდეგ მოსკოვის "აგრესიული პოლიტიკის“ ნაწილია, რაც საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 დეკემბერს.

რუსული საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი“ იტყობინებოდა 6 დეკემბერს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ანონიმურ სამხედრო  წყაროზე დაყრდნობით, რომ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში განლაგებულ იქნა "სმერჩის" სისტემით აღჭურვილი საარტილერიო დივიზიონი. წყარომ ასევე განაცხადა, რომ ეს სისტემა áƒªáƒ®áƒ˜áƒœáƒ•áƒáƒšáƒ˜áƒ¡ რეგიონში რუსეთის მე–4 სამხედრო ბაზის ფორმირების დასაწყისშივე áƒ’ანთავსდა. ეს ბაზა 2008 წლის აგვისტოს ომის მერე ჩამოყალიბდა.  

თავის განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ 70–დან 90კმ–მდე მოქმედების არეალის მქონე "სმერჩის“ საარტილეო სისტემა თავდასხმითი იარაღია და მოქცეულია ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებით დადგენილ შეზღუდვებში. რუსეთმა ამ ხელშეკრულებაში მონაწილეობა 2007 წლის ბოლოს შეწყვიტა.

საგარეო უწყების განცხადებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამალებული მილიტარიზაციის ფონზე, რასაც თან ახლავს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა "სრულიად უსაფუძვლო და ცილისმწამებლური ბრალდებები“,  თითქოს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთს ემუქრება ტერორისტული საფრთხე, "რუსეთის მხრიდან მომდინარე სამხედრო საფრთხის ალბათობა მკვეთრად მატულობს“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ეს არის რუსეთის „’ასიმეტრიული’ პასუხი საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივაზე და ქართული მხარის განცხადებაზე ძალის არგამოყენების შესახებ, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებრიობამ ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი“.

Civil.Ge © 2001-2024