საქართველო “გლობალური კორუფციის ბარომეტრის” კვლევაში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Dec.'10 / 18:20

86 ქვეყანას შორის საქართველოში ყველაზე მაღალია იმ რესპონდენტთა ოდენობა, ვისაც მიაჩნია, რომ მთავრობის ძალისხმევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში "ეფექტურია“, ნათქვამია 2010 წლის áƒ™áƒ•áƒšáƒ”ვაში "გლობალური კორუფციის ბარომეტრი", რომელიც Transparency International-მა 9 დეკემბერს გამოაქვეყნა.

გამოკითხვის თანახმად, რომლის მიზანიცაა იმის გარკვევა თუ როგორ აფასებენ მოქალაქეები მათ ქვეყნებში არსებულ კორუფციის დონეს, საქართველოს რესპონდენტთა 77%–მა განაცხადა, რომ მთავრობის ძალისხმევა "ეფექტური“ ან "ძალიან ეფექტურია“ áƒ™áƒáƒ áƒ£áƒ¤áƒªáƒ˜áƒ˜áƒ¡ დაძლევის საქმეში.

აღნიშნული გამოკითხვა ჩაატარდა ქართული კომპანია "გორბის“ მიერ, რომელმაც თბილისის 500 მაცხოვრებელი გამოკითხა.

საქართველო ასევე ლიდერობს იმ რესპონდენტთა რაოდენობით, რომლებიც აცხადებენ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში კორუფცია "შემცირდა“ ან "ძალიან შესამჩნევად შემცირდა“; ასეთი გამოკითხულთა 78%-ია.

კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 56%–ს მიაჩნია, რომ მთავრობა ყველაზე სანდო ინსტიტუტია კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და მხოლოდ 2%–მა დაასახელა მედია ამ თვალსაზრისით ყველაზე სანდო ინსტიტუტად.

პოლიტიკური პარტიები და სასამართლო სისტემა კვლავ იმ ინსტიტუტებად რჩება, რომლებიც ყველაზე კორუმპირებულად მიიჩნევა 2.9 ქულით 1–დან 5–მდე შკალაზე, სადაც 1 ნიშნავს არაკორუმპირებულს, ხოლო 5 – ძალიან კორუმპირებულს; ამ ორ ინსტიტუტს მოყვებიან სახელმწიფო მოხეელები 2.7 ქულით; შემდეგ მოდის პარლამენტი 2.6 ქულით, ბიზნესი და მედია – თითოეული 2.4 ქულით.

ქართული ეკლესია (1.4 ქულით), ჯარი (1.8) და პოლიცია (2.1) ყველაზე ნაკლებ კორუმპირებულად მიიჩნევიან; შემდეგ მოდის არასამთავრებო სექტორი 2.2 ქულით.

2010 ”გლობალური კორუფციის ბარომეტრი”  ეფუძნება 91 000-ზე მეტი ადამიანის გამოკითხვის შედეგებს 86 ქვეყანასა და სხვადასხვა სტატუსის მქონე ტერიტორიაზე.

გამოკითხვის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით 10–დან 6 ადამიანი აცხადებს, რომ კორუფციის დონე გაიზარდა ბოლო სამი წლის მანძილზე და ოთხიდან ერთი ადამიანი áƒáƒ›áƒ‘ობს, რომ áƒ’ასულ წელს ქრთამი გადაიხადა.

Civil.Ge © 2001-2024