ICG: სააკაშვილი პრეზიდენტობის შემდგომ გეგმებზე არ ჩამოყალიბებულა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Dec.'10 / 13:08

 

საქართველო áƒ›áƒáƒ™áƒšáƒ”ვადიან პერსპექტივაში პოლიტიკურად და ეკონომიკურად სტაბილურია, თუმცა ქვეყანა, რომელსაც წინ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ელის დიდი გამოწვევის წინაშე დგას, განაცხადა ბრიუსელში არსებულმა კვლევითმა ცენტრმა, კრიზისების აცილების საერთაშორისო ჯგუფმა (International Crisis Group - ICG).

ICG–ის მიერ 13 დეკემბერს საქართველოზე გაკეთებულ მიმოხილვაში სახელწოდებით "საქართველო: სტაბილური მომავლის უზრუნველყოფა“ განხილულია ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ ძირითად მოვლენები და ტენდენციები, áƒ›áƒáƒ— შორის დაკავშირებული áƒ›áƒ”დია გარემოსთან, სასამართლო სისტემასთან, რეფორმებთან, ეკონომიკასთან, ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან, ასევე კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან

საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ áƒ”რთ-ერთი მთავარი შეკითხვა რაც ჩნდება, არის თუ რა როლს ითამაშებს სააკაშვილი ახალი კონსტიტუციური áƒ›áƒáƒ“ელის პირობებში, რომელიც ძალაში 2013 წელს, მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისთანავე შევა. áƒ›áƒ˜áƒ¡áƒ˜ ოპონენტები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის შეცვლის მიზანი სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენის უზრუნველყოფაა უკვე პრემიერ–მინისტრის რანგში – პრეზიდენტის ამჟამინდელი ძალაუფლების ძირითადი ნაწილი სწორედ პრემიერის ხელში გადადის.

ICG–ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ კარგად ათვიცნობიერებს, რომ ეს სცენარი დააზარალებს ხელისუფლების დემოკრატიულ იმიჯს საერთაშორისო დონეზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ის ცდილობს თავი წარმოაჩინოს როგორც რუსეთისგან განსხვავებულ, რეგიონში რუსეთის ალტერნატიულ მოდელად.

"მასთან [სააკაშვილთან] áƒ¨áƒ”ხებაში მყოფი დიპლომატები და მისი შიდა გარემოცვის áƒ¬áƒáƒ áƒ›áƒáƒ›áƒáƒ“გენლები ამბობენ, რომ მათი აზრით, áƒ¡áƒáƒáƒ™áƒáƒ¨áƒ•áƒ˜áƒšáƒ¡ არ აქვს áƒ©áƒáƒ›áƒáƒ§áƒáƒšáƒ˜áƒ‘ებული áƒ–უსტი მოსაზრება, თუ კონკრეტულად რა პოლიტიკური პოსტი სურს 2013 წლის შემდეგ, თუ მისი პარტია [2012 წელს] საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს,“ – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე განხილულია ის ვარაუდები, რომელიც არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის შეიძლება დაუჭიროს მხარი სააკაშვილმა მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ.

ICG–ის ანგარიშის თანახმად, ის, ვინც, áƒáƒšáƒ‘ათ უფრო áƒáƒ  უმიზნებს პრეზიდენტის ან პრემიერ–მინისტრის პოსტს არის შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც, ანგარიშში, მოხსენიებულია, როგორც პრეზიდენტის შიდა გარემოცვის ”ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი“, რომლის სამინისტროც "სააკაშვილის ძალაუფლების მთავარი დასაყრდენია“.

"პრემიერობის ან პრეზიდენტობის ყველაზე პერსპექტიული ვარიანტები თბილისის პოპულარული მერი, გიგი უგულავა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე არიან,“ – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც იქვე დასძენს, რომ ზოგიერთების ვარაუდით, სააკაშვილმა შესაძლოა ასევე დაუჭიროს მხარი ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერის, ირაკლი ალასანიას კანდიდატურას, რათა ამით მმართველი პარტიის ინკლუზიურ იმიჯს გაუსვას ხაზი. áƒ—უმცა ანგარიშში აღნიშნულია, რომ როგორც ხელისუფლების ერთმა წარმომადგენელმა ICG-ის მკვლევარებს განუცხადა, ასეთი სცენარი ნაკლებად სავარაუდოა.

ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სააკაშვილმა პრეზიდენტის პოსტზე მხარი დაუჭიროს განათლების მინისტრს დიმიტრი შაშკინს, რომელიც დახასიათებულია, როგორც "ამომავალი ვარსკვლავი“.

"მომდევნო ორი წელი განსაზღვრავს წინ წავა თუ არა ქვეყანა, როგორც ნამდვილად სტაბილური, თანამედროვე დემოკრატია, თუ გადაიქცევა მყიფე, ფსევდო–პლურალისტურ და სტაგნაციურ სისტემად,“ – ნათქვამია ანგარიშში, "ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა ოპოზიციამ ეს მნიშვნელოვანი პერიოდი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შესაქმნელად უნდა გამოიყენონ. ამის მისაღწევად საუკეთესო გზაა სამართლიან არჩევნების, კანონის უზენაესობის გაძლიერების, ეკონომიკური სტაბილურობის და მომავალი ხელისუფლების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად არსებით დიალოგში ჩართვა.“

ეკონომიკა

ეკონომიკური მდგომარეობის მიმოხილვისას, ანგარიში ხაზს უსვამს რომ მართალია საქართველოს ეკონომიკამ ომისშემდგომ შოკს გაუძლო და 2009 წელს ეკონომიკის ვარდნის მიუხედავად, მოკლევადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურობას შეინარჩუნებს, მაგრამ ორიოდე წელიწადში საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დადგება.

ეს უპირველეს ყოვლისა, ანგარიშის მიხედვით, áƒ’ანპირობებულია საქართველოს დამოკიდებულებით იმპორტსა და უცხოურ ფულად შემოდინებებზე. საქართველოს საგარეო ვალი 2008 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 21%-დან 2009-ში 31,4%-მდე, ხოლო 2010-ში 38%-მდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი, ანგარიშის მიხედვით, 2011 წელს, სავარაუდოდ, 43.2% მიაღწევს.

საგარეო ვალის ნაწილის დაფარვის ვადა 2012-2013 წლებზე მოდის, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს საგარეო ვალი, რადგან ხელისუფლება უკვე განიხილავს დამატებითი ევროობლიგაციების გამოშვებას, რათა არსებული ვალის ნაწილი დაფაროს, ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე მოყვანილია ის ცნობები, რომელთა მიხედვით, ხელისუფლება შემოსავლების გაზრდას საგადასახადო ადმინისტრირების გამკაცრებით და áƒ¯áƒáƒ áƒ˜áƒ›áƒ”ბის დაწესებით ცდილობს.

Civil.Ge © 2001-2024