რუსეთის ფე-ეს-ბე-ს წარმომადგენელი: თბილისის მიზანი სოჭის ოლიმპიადის ჩაშლაა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Dec.'10 / 11:27

ყარაჩაი–ჩერქეზეთის რესპუბლიკის ფედერალური უშიშროების სამსახურის (FSB) უფროსმა ვალერი ოსტროვეცკიმ განაცხადა 16 დეკემბერს, რომ საქართველო რუსეთთან საზღვრების მახლობლად სიტუაციის დესტაბილიზაცის ცდილობს, იუწყება "ინტერფაქსი“.

"საქართველოს სპეცსამსახურების საქმიანობა, პირველ რიგში, მიმართულია, სოჭში ოლიმპიადის ჩაშლისკენ. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ იმ ფაქტებსაც ვაფიქსირებთ, როდესაც  სპეცსამსახურები ჩვენ ტერიტორიაზე დივერსიული აქტების ჩატარებაზეც ამყარებენ იმედებს,“ – იტყობინება „ინტერფაქსი“ áƒáƒ¡áƒ¢áƒ áƒáƒ•áƒ”ცკის სიტყვებზე დაყრდნობით.

Civil.Ge © 2001-2024