"საქართველოს ფოსტის“ გასაყიდად ვადა გახანგრძლივდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Dec.'10 / 19:41

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო მფლობელობაში არსებული შპს "საქართველოს ფოსტის“ შეძენის მიზნით ინტერესთა გამოხატვის ვადა 20 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გაახანგრძლივა. 

როგორც სამინისტროს პრესსპიკერმა პრივატიზაციის საკითხებში, გიორგი კალანდაძემ Civil.ge-ს განუცხადა, ამის მიზეზი ის არის, რომ სამინისტროს სურს "უფრო მეტი საინტერესო წინადადება“ შევიდეს. მან არ დააკონკრეტა ამ ეტაპზე რამდენი განაცხადია შესული სამინისტროში. 

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ "საქართველოს ფოსტის“ შესაძენად ინტერესთა გამოხატვის შესახებ განცხადება 27 ოქტომბერს გააკეთა.

Civil.Ge © 2001-2024