ლუკაშენკო საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Dec.'10 / 11:47

ბელარუსსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არ უნდა იქნას განხილული, როგორც რუსეთისთვის საზიანო, განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელიც კვირას ჩატარებული áƒ¡áƒáƒžáƒ áƒ”ზიდენტო არჩევნების შედეგად მეოთხე ვადით იქნა არჩეული ბელარუსის პრეზიდენტად.

"საქართველო ჩვენთვის საინტერესო ქვეყანაა, მათ შორის ენერგო რესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ ბელარუსმა რამდენჯერმე იყიდა აზერბაიჯანული ნავთობი და საქართველო გამოიყენა სატრანზიტო მარშრუტად.

"ერთი სიტყვით, ჩვენ თანამშრომლობისთვის არც თუ ცუდი პერსპექტივები გვაქვს,“ – იტყობინება ბელარუსის საინფორმაციო სააგენტო BelTA ლუკაშენკოს სიტყვებზე დაყრდნობით. მან ეს განცხადება 20 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"მაგრამ თქვენ არ უნდა გაიგოთ ჩვენი თქვენთან თანამშრომლობა, როგორც თანამშრომლობა არა რუსეთის სასარგებლოდ.  áƒáƒ áƒáƒ•áƒ˜áƒ—არ შემთხვევაში. ჩვენ ძალიან გაფასებთ და პატივს გცემთ თქვენ. ქართველები წესიერი ხალხია. მაგრამ მოდით თქვენთან ერთად  და რუსეთთან ერთად ავაშენოთ ჩვენი ურთიერთობები. ამით მოგებული დარჩება რუსიც, ქართველიც და ბელორუსიც,“ – უპასუხა მან ქართველ ჟურნალისტს, როდესაც ამ უკანასკნელმა თბილისს და მინსკს შორის არსებულ ურთიერთობებზე ჰკითხა.

 

Civil.Ge © 2001-2024