ბოკერია: ბელარუსში შექმნილი ვითარება შეშფოთებას იწვევს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Dec.'10 / 16:00

ბელარუსში შექმნილი ვითარება საქართველოს შეშფოთებას იწვევს, განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ და იმედი გამოთქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დღეს დაკავებულები, მათ შორის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატები გათავისუფლდებიან. 

“ბელორუსი არის მეგობარი ქვეყანა საქართველოსი. ჩვენთვის ეს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან მტკიცედ ვუჭერთ მხარს მის სუვერენიტეტს,“– განუცხადა ბოკერიამ 24 დეკემბერს ჟურნალისტებს.

“აქედან გამომდინარე, შექმნილი ვითარება იწვევს შეშფოთებას და ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ დაკავებული ადამიანები, კანდიდატები იქნებიან გათავისუფლებულები,“– განაგრძო მან, "ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს დიალოგი ბელარუსსა და ევროკავშირს, ბელარუსსა და შეერთებულ შტატებს შორის“.  

საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებაში ფრთხილ განცხადებებს აკეთებდნენ და ამბობდნენ, რომ საბოლოო შეფასება არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ გაკეთდებოდა. თუმცა ამ განცხადებების პარალელურად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთ–ერთმა პირველმა მიულოცა ტელეფონით ალექსანდრე ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება.


 

Civil.Ge © 2001-2024