თბილისის საკრებულო დასუფთავების ტარიფს ზრდის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Dec.'10 / 12:38

იანვრიდან დასუფთავების ყოველთვიური გადასახადი არსებული 1.2 ლარიდან ოჯახის თითოეულ წევრზე 2.5 ლარამდე გაიზრდება. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ 27 დეკემბერს მიიღო.

ამ áƒ’ადაწყვეტილებას წინ უძღოდა მოსახლეობისთვის წყლის გადასახადის და საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების მომატება.

თბილისის საკრებულოს განცხადებით, დასუთავების ხარჯები მუდმივად მზარდია და საფასურის გაზრდის მოთხოვნა სწორედ  ხარჯებითა და საჭირო ტექნიკის შეძენის აუცილებლობითაა განპირობებული. თუმცა, საკრებულოს ოპოზიციურმა წევრებმა, რომლებმაც áƒáƒ› გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს, განაცხადეს, რომ საკრებულომ ვერ წარმოადგინა ტარიფის გაზრდის აუცილებლობის დასამტკიცებლად საჭირო ფინანსური გაანგარიშება. სოციალურად დაუცველი მოსახლეობა 50%–იანი შეღავათით ისარგებლებს.  

ამასთან, ოქტომბერში პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების და დასუფთავების საფასურის გადახდა მომხმარებლებს ინტეგრირებული ქვითარის მეშვეობით, სავარაუდოდ, უკვე მომავალი წლიდან მოუწევს.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, კანონის თანახმად, უნდა განსაზღვროს გადასახადების ამ ერთიანი სისტემის ადმინისტრატორი. ეს ფუნქცია თბილისში დიდი ალბათობით ენერგოგამანაწილებელი კომპანია "თელასს“ დაეკისრება, ვინაიდან ის ერთადერთია, რომელსაც მომხმარებელთა ინდივიდუალური გათიშვის სისტემა გააჩნია.

ამდენად, "თელასს“, რომელიც რუსული სახელმწიფო კომპანია "რაო ეეს“-ის მფლობელობაშია, კანონის თანახმად, სავარაუდოდ, მიენიჭება უფლება, რომ ინტეგრირებულ ქვითარში ასახული ერთ-ერთი საფასურის გადაუხდელობის ან არასრული გადახდის შემთხვევაში áƒ›áƒáƒ›áƒ®áƒ›áƒáƒ áƒ”ბელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტოს.
 

Civil.Ge © 2001-2024