სოხუმი აფხაზეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკას აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Jan.'11 / 11:56

სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ განაცხადა, რომ სოხუმი "სკეპტიკურად“ არის განწყობილი აღიარების გარეშე ევროკავშირის ჩართულობის პოლიტიკის მიმართ, იტყობინება "აფსნიპრესი“ 17 იანვარს.

"ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე კონკრეტულ არსს ამაში, დეკლარატიული და პოლიტიკური [ხასიათის] გარდა, რაც, გარკვეულწილად, ფუთავს საქართველოს სტრატეგიას ე.წ. ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ,“ – განუცხადა ღვინჯიამ აფხაზურ ტელევიზიას.  

"ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ევროპასთან, თუ ამ თანამშრომლობას საქართველოს გავლით არ მოგვახვევენ თავს,“ – განაცხადა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, "ჩვენ არ დავამყარებთ კონტაქტებს ევროკავშირთან საქართველოს გავლით“.

"მომავალში ევროპა მზად იქნება áƒ›áƒáƒ áƒ—ლაც ცივილიზებული დიალოგი აწარმოოს აფხაზეთთან და დასავლეთიც ოდესმე შეცვლის თავის დამოკიდებულებას აფხაზეთის აღიარების საკითხისადმი,“ – განაცხადა ღვინჯიამ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე ევროპა "არ არის მზად აფხაზეთთან ისეთი áƒ—ანამშრომლობისთვის, áƒ áƒáƒ’ორიც áƒ£áƒœáƒ“ა იყოს“.

"მაგრამ, ასე სამუდამოდ ვერ გაგრძელდება, შეუძლებელია რეალობის იგნორირება ასე ხანგრძლივად... დასავლეთის და ევროკავშირის მიერ აფხაზეთის არაღიარება მათი პრობლემაა და არა ჩვენი,“ – განაცხადა მან.

ღვინჯიამ ასევე აღნიშნა იმავე სატელევიზიო ინტერვიუში, რომ 2011 წელს მოსალოდნელია იმ ქვეყნების ლიდერების ვიზიტები, რომელთაც აფხაზეთი აღიარეს.

დღემდე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარეს.

2009 წლის დეკემბერში ევროკავშირის პოლიტიკურმა და უსაფრთხოების კომიტეტმა (ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისგან დაკომპლექტებული ორგანო) მიიღო შიდა მოხმარების, არასაჯარო დოკუმენტი ”აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ევროკავშირის არაღიარების და ევროკავშირის ჩართულობის პოლიტიკის პარამეტრების შესახებ,” რომელიც მიზნად ისახავს იმ პოლიტიკური და სამართლებრივი სივრცის გამოძებნას, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი ურთიერთქმედებას დაამყარებს სეპარატისტულ რეგიონებთან მათი აღიარების გარეშე.

შარშან მაისში Civil.ge–სთან ინტერვიუში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ განაცხადა, რომ "არაღიარებაც და ჩართულობაც ერთი პოლიტიკის განუყოფელი ნაწილებია“.

"არაღიარება ჩართულობის გარეშე კონტრ-პროდუქტიულია; ის მხოლოდ ბარიერებს შექმნის ქართველ და ამ რეგიონებში მცხოვრებ ხალხებს შორის,“ – განაცხადა მან, "ხოლო ჩართულობა არაღიარების ნაწილის გარეშე არის პოლიტიკა, რომელიც იმის რისკს შეიცავს, რომ შესაძლოა მოხდეს ჩვენს მიერ გადაგმული თითოეული ნაბიჯის არასწორი გზით გამოყენება სტატუსის შესახებ დავის დროს. ჩართულობის პოლიტიკა სტატუსს არ ეხება, და იმისათვის, რომ ჩართულობა სტატუსისგან განვაცალკევოთ, ჩვენ მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ, თუ რა პოზიცია გვიკავია სტატუსის საკითხთან დაკავშირებით“.

Civil.Ge © 2001-2024