თბილისი გმობს მოსკოვის აეროპორტში მომხდარ აფეთქებას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Jan.'11 / 11:00

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილისი "მტკიცედ გმობს“ მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში 24 იანვარს განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რის შედეგადაც სულ ცოტა 35 ადამიანი დაიღუპა.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს,“ – განაცხადა საგარეო უწყებამ.

Civil.Ge © 2001-2024