სააკაშვილი მიესალმა ტელეკომპანია PIK–ის ეთერში გასვლას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Jan.'11 / 18:30

პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანი áƒžáƒ˜áƒ áƒ•áƒ”ლი საინფორმაციო კავკასიური არხის (PIK) სატელიტური მაუწყებლობის დაწყებას, რომელსაც, მისი თქმით, „ექნებათ საშუალება რომ ძალიან სერიოზული გავლენა მოახდინონ მთელ რეგიონზე“.  

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა,“– განაცხადა მან PIK–ის მიერ ორგანიზებული ტელეხიდის დასაწყისში, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტი შეკითხვებს პირდაპირ ეთერში პასუხობს.

"ჩვენგან ამ ხალხმა მიიღო ერთადერთი გარანტია მხარდაჭერა სრული და სრული თავისუფლების გარანტია,“– აღნიშნა მან.
 
მისი თქმით, ამ ტელეკომპანიის მუშაობაში "უმაღლესი კლასის დასავლური კლასის ჟურნალისტები“ მონაწილეობენ.

“ეს შექნის სტანდარტებს ჩვენი ჟურნალისტებისთვის, საქართველოში ყველაზე განვითარებული ტელეჟურნალისტიკაა მთელ პოსტ–საბჭოთა სივრცეში... მაგრამ ყოველთვის შეიძლება გაუმჯობესება,“ – განაცხადა პრეზიდენტმა. 

Civil.Ge © 2001-2024