სამ კანონპროექტთან დაკავშირებით საია დეპუტატებს რეკომენდაციებით მიმართავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Feb.'11 / 18:44

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტის მუშაობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შედეგიანი იქნება და ამ კუთხით იმ სამ კანონპროექტს გამოყოფს, რომელთა მიღებაც საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.

პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენით განიხილავს მედია–გამჭირვალობაზე მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებათა პროექტს, რომლის საბოლოოდ მიღებაც საგაზაფხულო სესიისთვის იმ მოტივით გადაიდო დეკემბერში, რომ ფინანსური გამჭირვალობის საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.

საია áƒ˜áƒ›áƒ’ვარი ცვლილებების მიღებისკენ მოუწოდებს, რომელიც "მაუწყებელთა მფლობელებისა და მათი ფინანსური მდგომარეობის რეალურ გამჭვირვალობას“ უზრუნველყოფს.

“მნიშვნელოვნად მიგვაჩნია უფრო მეტი ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ამ სფეროში, დაფინანსების წარმოშობის შესახებ ინფორმაციის მიღების ჩათვლით. ხოლო ეროვნული მაუწყებლებისათვის თანაზომიერად მიგვაჩნია ფინანსური ანგარიშგების გამკაცრება, მათი აუდიტორიაზე გავლენის მოხდენის პოტენციალის გათვალისწინებით,“– აცხადებენ "ახალგაზრდა იურისტები“.

საია „კატეგორიულად ეწინააღმდეგება“ პარლამენტის მიერ ორი მოსმენით უკვე მიღებული áƒ—ავისუფლების ქარტიის არსებული რედაქციით მიღებას, საიდანაც "შეუძლებელია აზრის გამოტანა და ავტორის ჩანაფიქრის გარკვევა“.

კანონპროექტი, რომლის ინიციატორია დეპუტატი საპარლამენტო უმცირესობიდან გია თორთლაძე, ანტიტერორისტული ღონისძიებების მოტივით ქვეყანაში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას, ლუსტრაციის საკითხებსა და საბჭოთა სიმბოლიკის აღკვეთას ითვალისწინებს.

“კანონპროექტის შინაარსობრივი და გრამატიკული გაუმართაობა ქმნის ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალ საფრთხეს. იგი მიზნად ისახავს ურთიერთობათა ფართო სფეროს რეგულირებას, თუმცა ვერ უზრუნველყოფს მათ სრულფასოვან მოწესრიგებასა და დასახული მიზნების განხორციელებას,“– ნათქვამია საია–ს განცხადებაში, რომელიც 1 თებერვალს გამოქვეყნდა.

მესამე კანონპროექტი, რომელზეც "ახალგაზრდა იურისტები“ ყურადღებას ამახვილებენ, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ áƒ™áƒáƒœáƒáƒœáƒ¨áƒ˜ დაგეგმილ ცვლილებას ეხება. ცვლილების მიხედვით, ნაბეჭდ პროდუქციაზე უნდა მიეთითოს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ინფორმაცია.

“აღნიშნული დამატების მიღებისათვის მწვავე სოციალური საჭიროება არ არსებობს და ის არაპროპორციულად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენი  აუცილებლად მიგვაჩნია ნორმის მოქმედების არეალის შეზღუდვა, რათა ის არ გავრცელდეს ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიული პირებზე,“ – მიიჩნევს საია.

პარლამენტში საგაზაფხულო სესია 1 თებერვალს გაიხსნა, პლენარული სხდომები კი მომდევნო კვირიდან განახლდება.

Civil.Ge © 2001-2024