ტელემედიის გამჭირვალობის კანონპროექტზე მუშაობა მარტში დასრულდება – კუბლაშვილი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Feb.'11 / 18:59

ტელემედიის გამჭირვალობის შესახებ  კანონპროექტის საბოლოო ფორმულირებებზე მუშაობა მარტში დასრულდება, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა.

მაუწყებლობის კანონში შესაბამისი ცვლილებები, რომელშიც უკვე ასახულია ოფშორული კომპანიებისათვის ტელევიზიების ფლობის აკრძალვა, პირველი მოსმენით მიღებულია.  მეორე და მესამე მოსმენით კანონპროექტის მიღება, რაც დეკემბერში იგეგმებოდა, საგაზაფხულო სესიისთვის, კერძოდ კი თებერვლისთვის áƒ’ადაიდო საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ფინანსური გამჭირვალობის áƒ¡áƒáƒ™áƒ˜áƒ—ხზე შეუთანხმებლობის მოტივით.

საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს (IREX) მიერ მედია–გამჭირვალობის საკითხებზე 3 თებერვალს ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში კუბლაშვილმა გაიმეორა ადრინდელი პოზიცია, რომ მოქმედი კანონმდებლობა ისედაც ითვალისწინებს ტელევიზიების მიერ ფინანსური აუდიტის ჩატარების ვალდებულებას და ეს ნორმა "ამომწურავია“. “უფრო ღრმა, უფრო ყოვლისმომცველ რეგულირებას ვერ გამოვიგონებთ,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ "ამ ნორმის ცვლილება გაჭირდება“.

თუმცა მას შემდეგ, რაც áƒ”ქსპერტებმა და მედიის წარმომადგენლებმა მოქმედი ნორმის არაეფექტურობას გაუსვეს ხაზი და სამაუწყებლო ფინანსების მიმოქცევისა და ამ თანხების წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობისაკენ მოუწოდეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ამ საკითხებზე მსჯელობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.

 

 

Civil.Ge © 2001-2024