მთავრობა ელექტროენერგიის 20–ლარიანი ვაუჩერების დარიგებას იწყებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Feb.'11 / 12:57

მთავრობამ 10 თებერვლიდან ელექტროენერგიის 20–ლარიანი ერთჯერადი ვაუჩერების დარიგება დაიწყო, რომელსაც, დაახლოებით, áƒ›áƒ˜áƒšáƒ˜áƒáƒœáƒ˜ ოჯახი მიიღებს, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.

მისი თქმით, áƒ”ს áƒ“ახმარება მოქალაქეებზე ინფლაციის ზემოქმედების შემსუბუქებას ისახავს მიზნად.

მთავრობის განცხადებით, ვაუჩერებს ის "აქტიური მომხმარებლები“ მიიღებენ, რომელთაც ბოლო ექვსი თვის მანძილზე სულ ცოტა 200 კილოვატი ელექტროენერგია მოიხმარეს. სულ ბიუჯეტიდან ამ მიზნით 20 მილიონი ლარი დაიხარჯება.

"საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოს წლიური ინფლაციის დონე იანვარში 12.3%–მდე გაიზარდა, დეკემბერში არსებული 11.2%–დან, რაც, ძირითადად, áƒ¡áƒ£áƒ áƒ¡áƒáƒ—ზე და საწვავზე ფასების ზრდითაა განპირობებული. 

დედაქალაქის მოსახლეობისთვის წყლის გადასახადის და საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების მომატების შემდეგ, თბილისის მერიამ იანვრიდან დასუფთავების ყოველთვიური გადასახადიც გაზარდა. გარდა ამისა, თებერვლიდან ძალაში შევიდა ელექტროენერგიის, წყალმომარაგების და დასუფთავების საფასურის გადახდის ინტეგრირებული სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი  წყლის და დასუფთავების გადასახადს არ გადაიხდის, მას დენის მიწოდება შეუწყდება. ოპოზიციამ ხელისუფლების ეს ნაბიჯი გააკრიტიკა, ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ კი ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

Civil.Ge © 2001-2024