დავუთოღლუსთან შეხვედრაზე სააკაშვილმა "ერთიან კავკასიაზე“ ისაუბრა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Feb.'11 / 11:15

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თბილისში 12 თებერვალს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აჰმედ დავუთოღლუსთან შეხვედრაზე "„ერთიანი კავკასიის შექმნის იდეის თაობაზეც ესაუბრა,“ იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ამავე ინფორმაციით, სააკაშვილმა რეგიონში "გახსნილი საზღვრების“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"ჩემი სურვილია არსებობდეს ერთიანი კავკასია,“ – განაცხადა სააკაშვილმა, "ეს აზრი ჩვენს აზერბაიჯანელ და სომეხ მეგობრებსაც გავუზიარეთ“.

"იდეის შესრულებამდე ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ ეს პირველი კარგი წინგადადგმული ნაბიჯია", – განაცხადა სააკაშვილმა. მას მხედველობაში ჰქონდა თურქეთსა და საქართველოს შორის საზღვრის გადაკვეთის გამარტივების შესახებ გადაწყვეტილება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გადაწყდა, რომ "მაისიდან თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა მანქანიდან გადაუსვლელად, მხოლოდ პასპორტის ან პირადობის მოწმობის საფუძველზე გახდება შესაძლებელი“.

მანამდე áƒ—ავის კოლეგასთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე áƒ¡áƒáƒ£áƒ‘რისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გამარტივებულ მიმოსვლასთან ერთად, სარფის გამშვებ პუნქტში ასევე áƒ˜áƒ›áƒáƒ¥áƒ›áƒ”დებს "ერთი ფანჯრის პრინციპი, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მიმოსვლას“.

თბილისში საქართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავისი ოფიციალური ვიზიტის პირველი დღე ბათუმში გაატარა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განუცხადა აჰმედ დავუთოღლუს, რომ "ბათუმი ეკონომიკურ ცენტრად იქცა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი შავი ზღვისპირეთისთვის“.

"საქართველო კი უნდა გახდეს მთავარი ეკონომიკური დამაკავშირებელი მთელი ცენტრალური აზიისა და კასპიის რეგიონისთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, თურქეთისთვის,“ – განაცხადა სააკაშვილმა, "თურქეთი არა მარტო ეკონომიკურად მზარდ განვითარებად ქვეყნად იქცა, არამედ ინოვაციების სტანდარტად, სადაც უახლესი ტექნოლოგიები და სიახლეები წარმატებით ინერგება. ის, რომ ჩვენ საზღვრებს ვხსნით, კარგი მაგალითია რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც“.

 

 

Civil.Ge © 2001-2024