ნატოს წარმომადგენელი საქართველოს რეფორმებზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Feb.'11 / 14:27
  • „გრძელი და რთული გზა ნატომდე“;
  • „იარაღზე არანაირი ემბარგო“;
  • „ფუნდამენტალური აზრთა სხვადასხვაობა“

შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციაზე დემოკრატიული კონტროლის გაძლიერება იმ რეფორმებს შორის არის, რომლებიც საქართველომ ნატოს თავისი წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში წარუდგინა, განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ 14 თებერვალს რადიოსადგურ "ეხო მოსკვი“–სთან ინტერვიუში.  

კითხვაზე, თუ ნატოს რომელ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს ჯერ საქართველო, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ნატოსთან მომუშავე ყველა პარტნიორს, საქართველოს ჩათვლით, აქვთ რეფორმათა ის ნუსხა, რომელთა განხორციელებაც თავად სურთ.

“საქართველომ ახლახანს წარუდგინა ნატოს შემდგომი რეფორმების წლიური გეგმა,“ – განაცხადა მან, "ის მოიცავს სამხედრო ძალებზე დემოკრატიული კონტროლის გაზრდას და გაძლიერებას, იგივე ეხება პოლიციასაც; ეს ასევე გულისხმობს მათი მართვის გაუმჯობესებას შესაბამისი სამინისტროების მიერ. ეს ასევე გულისხმობს კორუფციასთან ბრძოლას – ეს ის სფეროა, რომელსაც საქართველო ძალიან, ძალიან კარგად ართმევს თავს. ამრიგად, ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი და ჩვენ მათ ამის გაკეთებაში კვლავაც დავეხმარებით“. 

წლიური ეროვნული პროგრამა, რომელიც 2008 წლის დეკემბერში დაინერგა, მოიცავს რეფორმათა ნუსხას, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა და რომელთა შესრულების შეფასებას ყოველწლიურად აკეთებს ნატო. ბოლო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 4 თებერვალს მიიღო და ალიანსს 11 თებერვალს წარუდგინა.

"გრძელი და რთული გზა"

იმავე ინტერვიუში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანებამდე საქართველოს "გრძელი და რთული გზა აქვს გასავლელი“.

"ვადის დასახელება [თუ როდის შეძლებს საქართველო ალიანსში გაწევრიანებას] იქნებოდა ნატოს გაფართოების პრინციპის დარღვევა, ეს კი პირობებზეა დამოკიდებული – ქვეყანამ ალიანსის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური სტანდარტები, სამხედრო სტანდატები და ეკონომიკური თავისუფლების სტანდარტები,“ – განაცხადა მან.

"ნატოს მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინა და საქართველო... გახდებიან ნატოს წევრები, როდესაც ისინი ამ სტანდარტებს დააკმაყოფილებენ და თუ, რა თქმა უნდა, მათ ამის სურვილი ექნებათ,“ – განაცხადა მან.

მისი თქმით, ნატო "100%–ით სცემს პატივს“ უკრაინის გადაწყვეტილებას არ გაწევრიანდეს ნატოში.

"საქართველოს რაც შეეხება, ის აგრძელებს გაწევრიანებისთვის მუშაობას და ჩვენ მათ ვეხმარებით. მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, მანამდე კიდევ გრძელი და რთული გზაა გასავლელი," – áƒ“ასძინა მან. 

"არანაირი ემბარგო იარაღზე“

მსმენელის კითხვაზე, თუ „რატომ აიარაღებს áƒœáƒáƒ¢áƒ საქართველოს კვლავ“, აპატურაიმ უპასუხა, რომ "ნატო არავის შეიარაღებას არ ახდენს“.

"ნატო, როგორც ორგანიზაცია, იარაღს არ ყიდის,“ – განაცხადა მან, "რა თქმა უნდა, ცალკეულ მოკავშირეებს, ვისაც სურთ, შეუძლიათ გაყიდონ იარაღი, თუ ეს გაყიდვა საერთაშორისო სამართლის ნორმების შეესაბამება. მე რამდენადაც ვიცი, საქართველოსთვის იარაღის მიყიდვაზე ემბარგო არ არის დაწესებული. ასევე უნდა ვთქვა, რომ არ ვიცი, თუ ვინმე აწვდის იარაღს საქართველოს, მაგრამ თუ ეს ხდება, ეს კანონიერია“.

"ფუნდამენტალური აზრთა სხვადასხვაობა“

კითხვაზე, თუ რატომ თქვა ნატომ უარი აგვისტოს ომის მიზეზებზე ტალიავინის კომისიის ანგარიში მოესმინა, აპატურაიმ უპასუხა, რომ ანგარიშში áƒ’არკვეული დასკვნებია გამოიტანილი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოვლენებმა გამოიწვია 2008 წლის კონფლიქტი.

"მე წავიკითხე ანგარიში და რა თქმა უნდა, [ნატოს] გენერალურმა მდივანმაც წაიკითხა ანგარიში,“ – განაცხადა მან, "იქ ბევრი რამ არის ნათქვამი და ჩემი შთაბეჭდილებიდან გამომდინარე ვერ ვიტყვი, რომ ის მკაფიოდ იხრება ერთ áƒáƒœ მეორე მხარეს.“ 

"მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, ის რაც ახლა ყველაზე რთულ პრობლემად რჩება, როცა საქმე საქართველოს ამ ორ რეგიონს ეხება, არის არა ის, თუ ვინ დაიწყო [ომი], არამედ რუსეთის მიერ ამ ორი რესპუბლიკის აღიარების ფაქტი, რასაც ვერც ერთი ნატოს მოკავშირე ვერ დაეთანხმება; ეს -  ჩვენ ამის მტკიცედ გვჯერა - ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას. ეს კი გამოიწვევს და უკვე იწვევს გრძელვადიან, ფუნდამენტალურ აზრთა სხვადასხვაობას ნატოსა და რუსეთს შორის,“ – განაცხადა აპატურაიმ.

Civil.Ge © 2001-2024