ტორშინი: "დომოდედოვოს აფეთქება საქართველოს დაკვეთით მოხდა"
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Feb.'11 / 11:46

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე ტორშინმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი აფეთქების უკან ისლამისტი მებრძოლები დგანან; áƒ›áƒáƒœ აფეთქების დაკვეთაში საქართველო დაადანაშაულა. 

რუსულ გაზეთ "როსიისკაია გაზეტა“–სთან ინტერვიუში, რომელიც 25 თებერვალს გამოქვეყნდა, ტორშინმა განაცხადა, რომ ისლამისტების მეამბოხე ლიდერს დოკუ უმაროვს, რომელმაც აღიარა, რომ მისი დაკვეთით განხორციელდა დომოდედოვოს აფეთქება, ან არაფერი აქვს საერთო ამ აფეთქებასთან, ან მან შუამავლის როლი შეასრულა აფეთქების რეალურ დამკვეთებსა და მის áƒ¨áƒ”მსრულებლებს შორის.

"დარწმუნებული ვარ, რომ ტერორისტული აქტი საზღვარგარეთიდან იყო ორგანიზებული... დიახ ვიტყვი საიდან, თუმცა მესმის, რომ ჩემმა სიტყვებმა შესაძლოა áƒ áƒ˜áƒ¡áƒ®áƒ•áƒ˜áƒ¡áƒ და გაუგებრობის ქარიშხალი გამოიწვიოს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს იყო საქართველო და მისი მმართველი რეჟიმი,“ – განაცხადა მან.

"სააკაშვილი არ მალავს ჩვენს მიმართ თავის áƒ¡áƒ˜áƒ«áƒ£áƒšáƒ•áƒ˜áƒšáƒ¡. დიდი ხანია უკვე, რაც მან ანტი–რუსული განწყობა კონკურენტულ áƒžáƒ áƒáƒ“უქტად აქცია და ყიდის მას. სხვა არც არაფერია გასაყიდი. ქართული ღვინო უცხოურ ბაზრებზე ცუდად იყიდება... ხოლო რუსოფობიაზე მოთხოვნა მაღალია. და უმაროვიც არ სჭირდებოდა სააკაშვილის რეჟიმს ტერაქტების მოსაწყობად, ვინაიდან არსებობს ოსი მოღალატე, სანაკოევი [სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი] და მისი აგენტურა,“ – განაცხადა ტორშინმა.

ტორშინი, რომელიც რუსეთის მმართველი პარტიის "ედინაია როსიას“ წევრია, თავმჯდომარეობდა 2004 წლის ბესლანის ტრაგედიის საპარლამენტო საგამოძიებო áƒ™áƒáƒ›áƒ˜áƒ¡áƒ˜áƒáƒ¡ და ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის საგამოძიებო საპარლამენტო კომისიას. იგი ასევე არის რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურთან არსებული ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის წევრი - სტრუქტურა, რომელიც რუსეთის ანტიტერორისტულ პოლიტიკას უწევს áƒ™áƒáƒáƒ áƒ“ინაციას.

Civil.Ge © 2001-2024