ტელეკომპანია "მაესტრომ“ სატელიტური მაუწყებლობა აღადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Mar.'11 / 18:35

ტელეკომპანია "მაესტრომ“, რომელიც აქამდე ძირითადად თბილისში მაუწყებლობდა საკაბელო არხების მეშვეობით, სატელიტური მაუწყებლობა აღადგინა. ამის თაობაზე ტელეკომპანიის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ტელეკომპანია "მაესტრო“ სატელიტზე 2010 წლის მაისში გავიდა, როდესაც áƒ›áƒáƒ£áƒ¬áƒ§áƒ”ბლობა ახალი სტუდიებით და ახალი საპროგრამო ბადით დაიწყო. თუმცა, რამოდენიმე თვის შემდეგ "მაესტრომ“ განაცხადა, რომ ფინანსური პრობლემების გამო სატელიტური მაუწყებლობის შეწყვეტა მოუხდა.

ტელეკომპანია "მაესტრო" Turksat 3A-ზე გადის, რომლის მფლობელიცაა თურქული სატელიტური და საკაბელო ტელევიზიის ოპერატორი Turksat–ი. 

 

Civil.Ge © 2001-2025