ქართული პარტია: "რევოლუცია გარდაუვალია, თუ სააკაშვილი ცვლილებებზე უარს იტყვის“
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Mar.'11 / 13:33

ოპოზიციური ქართული პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოში რევოლუცია გარდაუვალი იქნება, თუ პრეზიდენტი სააკაშვილი არ შეარბილებს თავის გავლენას ძალაუფლებაზე.

”მოგვიწევს აუცილებლად რევოლუციის გაკეთება, თუ ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი განვახორციელოთ არჩევნების გზით? ამ კითხვაზე პასუხი უნდა გაგვცეს სააკაშვილმა, ანუ სააკაშვილი დათმობს თუ არა სასამართლოს, მედიას, პოლიტიკურ პოლიციას, ბიზნესის ტერორს და გაანთავისუფლებს თუ არა საარჩევნო გარემოს. თუ ჩვენ მივიღებთ პასუხს ’არა’, ბუნებრივია ჩვენ გვრჩება ერთი მექანიზმი - პოლიტიკური და სახალხო ზეწოლა ამ რეჟიმზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად წავიდეს,” – განუცხადა ქართული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, ეროსი კიწმარიშვილმა პარტიის აქტივისტებს 1 მარტს, ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციაზე საუბრისას.    

ყოფილი სახალხო დამცველის, პარტიის თავმჯდომარის სოზარ სუბარის და რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ეროსი კიწმარიშვილის გარდა, პარტიის áƒšáƒ˜áƒ“ერები áƒáƒ áƒ˜áƒáƒœ ასევე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე.

იმავე კონფერენციაზე საუბრის დროს áƒšáƒ”ვან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება ვერ გაატარებს რეალურ ცვლილებებს, რევოლუცია გარდაუვალი იქნება და ქართული პარტია ამ პროცესს სათავეში ჩაუდგება. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში შესაძლოა ეგვიპტის მსგავსი პროცესები დაიწყოს. "ზუსტად იგივე იქნება ძალიან, ძალიან მალე,"– განაცხადა მან.     

პარტიის ერთ–ერთმა თანადამფუძნებელმა და გენერალურმა მდივანმა კოკა გუნცაძემ áƒ˜áƒ›áƒáƒ•áƒ” შეხვედრაზე განაცხადა: "ხალხი ელოდება ცვლილებებს, ამიტომ ყველაფრის ფასად, რადაც არ უნდა დაჯდეს, ჩვენ უნდა დავამსხვრიოთ ეს რეჟიმი და ეს ქვეყანა დავაყენოთ შეუქცევადი პროგრესის გზაზე“.

ბოლო თვეების მანძილზე ქართული პარტია ქვეყნის მასშტაბით რაიონულ ოფისებს აყალიბებდა. ლევან გაჩეჩილაძემ პარტიული სტრუქტურის áƒ›áƒ¨áƒ”ნებლობის áƒžáƒ áƒáƒªáƒ”სი შეადარა "პოლიტიკური ჯარის მშენებლობას ბრძოლაში გამარჯვების მიზნით“.  

კიწმარიშვილის áƒ—ქმით, ახლა პარტია გადადის თავისი განვითარების მეორე ეტაპზე, რაც გულისხმობს რაიონული ორგანიზაციების კონფერენციების ჩატარებას, "რათა ჩვენი პარტიის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართული პარტიის მშენებლობის პროცესში“. 

Civil.Ge © 2001-2024