სააკაშვილი: ავღანური მსხვერპლი უნდა იყოს უფრო მეტი გაძლიერების საწინდარი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Mar.'11 / 15:56

პრეზიდენტი სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად გარბენს ასრულებს, 2 მარტი. áƒ¤áƒáƒ¢áƒ: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

ავღანეთის ოპერაციის ფარგლებში ქართული შეიარაღებული ძალების რიგებში განცდილი ადამიანური დანაკარგი შემდგომი გაძლიერების საწინდარი უნდა გახდეს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 მარტს.

კაპრალი გიორგი ავალიანი ბოლო ქართველი ჯარისკაცი იყო, რომელიც თებერვალში, ავღანეთში სამხედრო დავალების შესრულებისას ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა. ამ შემთხვევამ მსხვერპლის რაოდენობა ექვსამდე გაზარდა ავღანეთში წარმოდგენილ, დაახლოებით, 950–კაციან ქართულ კონტიგენტში.

“ჩვენ გვყავდა მსხვერპლი ავღანეთში. ბოლო ჩვენი მებრძოლი ვანში გუშინ დავასაფლავეთ... მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ შეიარაღებული ძალებისთვის ყველა ასეთი დანაკარგი... უნდა იყოს საწინდარი უფრო მეტი გაძლიერების, უფრო მეტი სულისკვეთების და საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი ერთ საქმეს ვემსახურებით,“– განაცხადა სააკაშვილმა.

“არ უნდა შევდრკეთ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეშვათ ამ ყველაფერს. ჩვენი საქმე არის სამართლიანი,“– აღნიშნა მან.

სააკაშვილმა ეს განცხადება შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების დანაყოფში სტუმრობისას გააკეთა, სადაც სამხედრო ფორმაში áƒ’ამოწყობილმა ჯარისკაცებთან ერთად ირბინა, ივარჯიშა და მათთან ერთად ისადილა.

"რასაც მე ვუყურებ, ორჯერ–სამჯერ მეტია ვარჯიშები, თან ისე კი არა, რომ საჩვენებლად რომ ვაკეთებდით დიდ მანევრებს და მერე შეიძლება არაფერი არ მომხდარიყო რამდენიმე თვე, არამედ ნამდვილი, ყოველდღიური ვარჯიში,“– განაცხადა მან.

“და საბოლოო ჯამში, ეს იმისთვის კი არ გვინდა, რომ ვიღაცას ტელევიზიით ვაჩვენოთ, áƒ’ვინდა იმისთვის, რომ ჯარში იყოს დისციპლინა და განსაკუთრებული სულისკვეთება“, რასაც, სააკაშვილის თქმით, áƒ›áƒ£áƒ“მივი ვარჯიში ქმნის.

“ჩვენ ყველანი ერთად ვართ ჯარისკაცები ჩვენი ქვეყნისთვის,"– განუცხადა მან ჯარისკაცებს, "საერთოდ არასდროს არ ვწყვეტ მე ჩვენს შეიარაღებულ ძალებზე ფიქრს, ზრუნვას და შეძლებისდაგვარად, ხელის შეწყობას. áƒ©áƒ•áƒ”ნმა ქვეყანამ იცის, რომ თქვენი იმედი შეიძლება ჰქონდეს".

Civil.Ge © 2001-2024