ბურჯანაძე: რევოლუცია გარდაუვალია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Mar.'11 / 12:27

დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ იგი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ "საქართველოში აუცილებლად განვითარდება მოვლენები, სამწუხაროდ, რევოლუციური სცენარით.“

"სააკაშვილი სხვა სცენარის შესაძლებლობას უბრალოდ არ ტოვებს,“ – განაცხადა მან საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში 2 მარტს.

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს იყოს მშვიდობიანი რევოლუცია. და რაც მეტი ადამიანი იქნება ქუჩაში, მით მეტი გარანტიაა იმისა, რომ ეს რევოლუცია ნამდვილად მშვიდობიანი იქნება და სააკაშვილი ვერ გაბედავს საკუთარ ხალხზე ხელის აღმართვას,“ – დასძინა მან.

Civil.Ge © 2001-2024