რვა ოპოზიციური პარტია: ბიომეტრიულ პირადობის მოწმობებზე ხელისუფლების ხარჯთაღრიცხვა 'გაბერილია'
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Mar.'11 / 17:26

რვა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ბიომეტრიული პირადობის მოწმობების გაცემის ხარჯთაღრიცხვა ხელისუფლების მიერ "გაბერილია“ და ეს პროექტი, ნაცვლად 189.8 მლნ ლარისა, მაქსიმუმ 102.5 მლნ შეიძლება დაჯდეს.

რვა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებებში áƒ”რთობლივი წინადადებებით გამოდიან, 7 მარტს საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე ბიომეტრიულ პირადობის მოწმობების გაცემასთან დაკავშირებით ხელისუფლების ფინანსურ კალკულაციაზე კრიტიკული ანალიზი წარმოადგინეს.

მათი მოთხოვნაა, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიები ბიომეტრიული პარამეტრების შემცველი პირადობის მოწმობების გაცემის საფუძველზე შეიქმნას და ამ მოწმობებით მოხდეს ხმის მიცემა. არჩევნების დღეს ბიომეტრიული მოწმობებით ამომრჩევლის იდენტიფიცირების სისტემის დანერგვა, რასაც კიდევ დამატებითი ხარჯები დასჭირდება, რეგისტრაციის შემდგომ განსახორციელებელი ეტაპია.

მართალია ხელისუფლებას თავისი საბოლოო პოზიცია არ დაუფიქსირებია, მაგრამ  წინასწარი განცხადებების საფუძველზე, ის სკეპტიკურადაა განწყობილი ამ საკითხების მიმართ. 

ოპოზიციური პარტიების განცხადებით იმ ხარჯთაღრიცხვის თანახმად, რომელიც ხელისუფლებამ მათ მიაწოდა, 35.23 ლარის თვითღირებულების მქონე ბიომეტრიული პირადობის მოწმობები 3 750 000 ამომრჩეველს უნდა დაურიგდეს. მთლიანი ხარჯი, რომელიც სახელმწიფომ ამ მიზნით 7 წლის განმავლობაში უნდა გასწიოს 132 130 500 ლარს შეადგენს, ხოლო ამ პროექტის 14 თვეში განსახორციელებლად ხელისუფლება დამატებითი ხარჯის სახით 57 717 915 ლარს ითხოვს.

ოპოზიციის თქმით, ამ პროექტში "ძალიან გაზრდილია“ ამომრჩეველთა მთლიანი ოდენობა, რაც 2010 წლის მაისის ოფიციალური მონაცემებით, 3 544 770 შეადგენდა; ასევე 14–თვიანი პროექტის კალკულაციაში, მათ შორის პირადობის მოწმობების თვითღირებულებაში áƒ©áƒáƒ“ებულია ის ხარჯები, რომელიც 7 წლის განმავლობაში უნდა გაწეულიყო (ხელფასებზე, სამეურნეო საჭიროებებზე), რაც საერთო ხარჯებს უნდა გამოაკლდეს; ამასთან, საჭიროზე მეტად არის გაზრდილი მოქალაქეთა რეგისტრაციისთვის და ამ მონაცემების დასამუშავებლად საჭირო რესურსი (დამატებით 240 ფოტო–ჯიხური, 80 ოფისი, 500 მობილური ჯგუფის და 1200 თანამშრომლის დაქირავება).

მაგალითად, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი კალკულაციის თანახმად, ორ თანამშრომელს ერთ საათში 2 პირადი მონაცემის შეყვანა შეუძლია ბაზაში, რაც ოპოზიციის განცხადებით, სულ ცოტა 3–ჯერ ანუ 6 მონაცემამდე შეიძლება გაიზარდოს ზედმეტი ხარჯების დაზოგვის მიზნით. áƒáƒ› შემთხვევაში, ოპოზიციის გათვლით, მთლიანი მონაცემების შეყვანისთვის საკმარისი იქნება 500 თანამშრომელი ანუ არსებულზე 100–ით მეტი და არა 1200–ით მეტი, რაც ხელისუფლების შეთავაზებაა. 

რვა პარტიის გაანგარიშებით, 14–თვიანი პროექტის რეალურმა ხარჯმა 102.5 მლნ ლარს არ უნდა გადააჭარბოს, და სულ მცირე 80 მლნ ლარზე ნაკლები (დღგ–ს გარეშე 66 მლნ ლარი) დაჯდეს იმ შემთხვევაში, თუ არაუმეტეს 3 მლნ მოქალაქის აღწერა განხორციელდება.

ამასთან შესაძლებელია ამ პროექტის ვადების კიდევ უფრო შემცირებაც, აცხადებს რვა პარტია და მაგალითად ბოლივიის გამოცდილება მოჰყავს. 2009–2010 წლებში ბოლივიაში, რომელიც ტერიტორიით 15–ჯერ, ხოლო  მოსახლეობის რაოდენობით 2.2–ჯერ აღემატება საქართველოს, ბიომეტრიული მონაცემებით 5 მილიონზე მეტი ამომრჩევლის რეგისტრაცია 75 დღეში განხორციელდა.

ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი "ზედაპირული და ზერელე“ გათვლები მიუთითებს, რომ "მათ აკლიათ კომპეტენცია“. „ეს არის გაფრთხილება, რომ ხელისუფლება მეტად სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ საკითხს,“– განაცხადა მან.

ხელისუფლება თავის პოზიციას ბიომეტრიულ პირადობის მოწმობებთან და საარჩევნო რეფორმის სხვა საკითხებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირიდან წარადგენს საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის ფარგლებში.

ალასანიას თქმით, მარტის თვეში გამოჩნდება აქვს თუ არა ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პოლიტიკური ნება.

“მაისში საზოგადოების წინაშე უნდა წავრსდგეთ ან შეთანხმებით ან იმ რეალობით, რომელშიც აღმოჩნდება ეს პროცესი,“– განაცხადა მან.

“ძალიან მარტივი ამოცანა გვაქვს ჩვენ, რომ ყველამ დაინახოს ხელისუფლება მზად არის თუ არა იმისთვის, რომ ქვეყანაში პროცესები კონსტიტუციური ჩარჩოებით განვითარდეს, თუ თავად ხელს უწყობს რაიმე სხვა სახის პროცესების განვითარებას,“– განაცხადა ქრისტიან–დემოკრატების ლიდერმა, დეპუტატმა áƒ’იორგი თარგამაძემ.

 

Civil.Ge © 2001-2024