სააკაშვილი აშშ–ში "საინვესტიციო“ ვიზიტს გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Mar.'11 / 14:44

პრეზიდენტი სააკაშვილი 10 მარტს აშშ–ში "საინვესტიციო და ეკონომიკური მნიშვნელობის“ ვიზიტით გაემგზავრება, განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, პრეზიდენტ "პოლიტიკური შეხვედრები“ ექნება აშშ–ის სენატის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობასთან.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ამერიკელ ბიზნესმენთან დონალდ ტრამპთან, რომლის ფარგლებშიც, მანჯგალაძის თქმით, "საინვესტიციო პროექტების  განხორციელების ძალზე მნიშვნელოვან  კონტრაქტს მოეწერება ხელი“, რაც რთულ ეკონომიკურ პერიოდში "სერიოზული საინვესტიციო გარღვევაა“. სააკაშვილი ტრამპს გასულ სექტემბერს და აპრილშიც შეხვდა

Civil.Ge © 2001-2024