ინფლაცია 13.7%–მდე გაიზარდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Mar.'11 / 12:27

წლიური ინფლაციის დონე, იანვარში არსებული 12.3%-დან, თებერვალში 13.7%–მდე გაიზარდა, რისი ძირითადი მიზეზიც სურსათზე და ტრანსპორტზე ფასების ზრდა გახდა, იტყობინება ”საქსტატი” 11 მარტს გამოქვეყნებულ მონაცემებში.    

სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 2011 წლის თებერვალში, შარშან ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28.4%–ით გაიზარდა, ხოლო 2011 წლის იანვართან შედარებით - 6%–ით. ”საქსტატის” მონაცემებით, თებერვალში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების áƒ¬áƒ˜áƒšáƒ›áƒ წლიურ ინფლაციაში 11.7% შეადგინა.

საწვავზე ფასები თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 5.2%–ით გაიზარდა; ხოლო ფასების წლიურმა ზრდამ áƒáƒšáƒ™áƒáƒ°áƒáƒšáƒ£áƒ  სასმელებზე და თამბაქოზე 9.6% შეადგინა.

ფასების შემცირება დაფიქსირდა áƒ¡áƒáƒ™áƒáƒ›áƒ£áƒœáƒ˜áƒ™áƒáƒªáƒ˜áƒ მომსახურეობაზე. ამ სექტორში, შარშანდელ თებერვალთან შედარებით, ფასები 7%–ით შემცირდა. 

Civil.Ge © 2001-2024