გაეროს სასამართლოში საქართველო vs რუსეთის საქმის მომავალი 1 აპრილს გაირკვევა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Mar.'11 / 18:03

ჰააგის áƒ›áƒáƒ áƒ—ლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (International Court of Justice - ICJ) 1 აპრილს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას იზიარებს, თუ არა რუსეთის შუამდგომლობას, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი განიხილოს თბილისის მიერ ორწელიწადნახევრის წინ მოსკოვის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი.

სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე ჰისაში ოვადა გადაწყვეტილებას საჯარო სხდომაზე წაიკითხავს, განაცხადა გაეროს სასამართლომ 15 მარტს.

2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილ სარჩელში საქართველო ამტკიცებს, რომ რუსეთმა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD) 1965 წლის საერთაშორისო კონვენციით აღებული ვალდებულებები 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე პერიოდში სამ სხვადასხვა დროს დაარღვია, როდესაც მან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ინტერვენციები განახორციელა.

რუსეთის მხარის მტკიცებით, გაეროს საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში არ შედის ამ სარჩელის განხილვა.

ამასთან დაკავშირებით მხარეებმა თავიანთი ზეპირი არგუმენტები სასამართლოს 2010 წლის 13 სექტემტრიდან 17 სექტემბრამდე პერიოდში გამართული საჯარო მოსმენების ორ რაუნდზე წარუდგინეს.  

რუსეთი სასამართლოსგან ითხოვდა, რომ საერთოდ შეეწყვიტა საქმის განხილვა, ხოლო ქართული მხარის თხოვნა იყო სასამართლოს არ გაეზიარებინა რუსეთის არგუმენტები და საქმის არსებით განხილვას შედგომოდა.

თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ აღნიშნული საქმე მის კომპეტენციაში შედის, ის ცალკე მოსმენებს გამართავს და სარჩელის არსებით განხილვას დაიწყებს.

 

Civil.Ge © 2001-2024