ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8%–ზე ტოვებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Mar.'11 / 14:09

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%–ზე უცვლელად დატოვა áƒ“ა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრების საჭიროება არ არსებობს.

ოქტომბრის შემდეგ შენარჩუნებული 7.5%–დან თებერვალში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%–მდე გაზარდა ინფლაციაზე კონტროლის შენარჩუნების მიზნით. 

წლიური ინფლაციის მაჩვენებელი თებერვალში 13.7%–მდე გაიზარდა.

"გარე შოკებით გამოწვეული ინფლაცია დროებითი მოვლენაა. არსებული პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ მაღალი ინფლაცია რამდენიმე თვეში დაიწყებს შემცირებას,“ – განაცხადა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 16 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, áƒ”როვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ "უკვე დაიწყო ეკონომიკაზე ასახვა“, რაც ეროვნული თუ უცხოური ვალუტით სესხების გაცემის ტემპის შემცირებაში გამოიხატა.

"შედეგად წლის დასაწყისიდან სეზონურად შესწორებული ფართე ფულადი აგრეგატების ზრდა ნულთან ახლოსაა, ხოლო წლიური ზრდის ტემპები მცირდება,“ – განაცხადა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა.

 

Civil.Ge © 2001-2024