სააკაშვილი: "გვინდა გვქონდეს იდეალური არჩევნები"
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Mar.'11 / 15:37

საქართველოს სურვილია, რომ არა მხოლოდ ნომერ პირველი რეფორმატორი ან ნომერ პირველი კორუფციასთან მებრძოლი იყოს, არამედ ასევე იყოს ქვეყანა, რომელსაც "ყველაზე სუფთა არჩევნები“ ექნება, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 17 მარტს ვაშინგტონში ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას.

"ჩვენ კარგი კონსულტაციები გვაქვს ოპოზიციიდან რამოდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან áƒáƒ®áƒáƒš საარჩევნო კოდექსზე,“ – განაცხადა მან, "წინა [2010 წლის მაისის ადგილობრივი] არჩევნები მიჩნეულ იქნა როგორც დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ჩვენ გვინდა იდეალური არჩევნები გვქონდეს“.

"ეს სავსებით მიღწევადია იმ კლიმატის პირობებში, რომელიც ჩვენ გვაქვს,“ – დასძინა მან.

‘ძალაუფლების გადაცემა უკვე დაიწყო’

ბრუკინგსის ინსტიტუტში მოხსენებით გამოსვლის შემდეგ სააკაშვილმა აუდიტორიის კითხვებს უპასუხა. ერთ–ერთი კითხვა ეხებოდა ძალაუფლების გადაცემას და სააკაშვილის გეგმებს საპრეზიდენტო ვადის ამოიწურვის შემდეგ, 2013 წელს, როცა ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში. 

სააკაშვილმა უპასუხა, რომ "საქართველომ უკვე დაიწყო áƒ¢áƒ áƒáƒœáƒ–იციის პროცესი“. მან ამის მაგალითად 2010 წლის ადგილობრივი არჩევნები და კერძოდ, კი თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები დაასახელა.

მიხეილ სააკაშვილმა არ უპასუხა კითხვას, რომელიც ახალი კონსტიტუციის პირობებში მის გეგმებს ეხებოდა. áƒáƒ®áƒáƒšáƒ˜ საკონსტიტუციო მოდელი მას  საშუალებას აძლევს ხელისუფლებაში პრემიერ–მინისტრის პოსტზე დარჩეს. პრემიერის როლი საგრძნობლად ძლიერდება ახალი მოდელის თანახმად, რომელიც ძალაში 2013 წლის ბოლოდან შევა.

თუმცა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო "გასცდება áƒžáƒ”რსონალიების თემას და დემოკრატიულ კურსს განახორციელებს და ის უკვე მიდის ამ გზით“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს კვლავ "დიდი ძალაუფლება“ რჩება. ახალ მოდელში პრემიერ–მინისტრის როლი კი სააკაშვილმა შეაფასა როგორც "უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე დღევანდელი კონსტიტუციის პირობებში“.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუციის პირობებში ისევ პრეზიდენტი წარმართავს "საგარეო პოლიტიკას და უსაფრთხოების პოლიტიკას“. "და იგი ასევე წარმართავს აღმასრულებელი ხელისუფლების ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს,“ – განაცხადა მან.

სააკაშვილმა áƒáƒ¡áƒ”ვე განაცხადა, რომ პრეზიდენტს ექნება მნიშვნელოვანი "მარეგულირებელი უფლებამოსილებები“. იგი სხვადასხვა მარეგულირებელ კომისიებს გულისხმობდა.

2010 წლის ოქტომბერში მიღებული ახალი კონსტიტუციის თანახმად, რომელიც ძალაში 2013 წლის ოქტომბერში áƒáƒ áƒ©áƒ”ული ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე შევა, პრეზიდენტი აღარ წარმართავს და განახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ეს უფლებამოსილება პრემიერ–მინისტრს და მთავრობას გადაეცემა.

პრეზიდენტს რჩება უფლება თანამდებობაზე დანიშნოს ან გადააყენოს გენშტაბის უფროსი და სხვა მხედართმთავრები მხოლოდ მთავრობასთან შეთანხმებით. პრეზიდენტს ეროვნული მარეგულირებელი კომისიების წევრების პარლამენტში წარდგენაც ასევე áƒ›áƒ—ავრობასთან შეთანხმებით მოუწევს.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი პროგნოზით, áƒáƒ®áƒáƒšáƒ˜ კონსტიტუციის პირობებში "პრემიერ–მინისტრები ბევრად უფრო ხშირად შეიცვლებიან, ვიდრე პრეზიდენტი“.

ახალი კონსტიტუციის თანახმად, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა საკმაოდ ართულებს პრემიერ–მინისტრის áƒ—ანამდებობიდან გადაყენების áƒ¡áƒáƒ™áƒ˜áƒ—ხს, რასაც სულ ცოტა 45 ან 55 დღე დასჭირდება, ან პრემიერ–მინისტრის კანდიდატურაზე პრეზიდენტის ვეტოს შემთვევაში, სრულ ციკლს მაქსიმუმ 92 დღე შეიძლება დასჭირდეს.

‘საშუალოზე მაღალი სტანდარტები’

სააკაშვილს ასევე დაუსვეს შეკითხვა Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშზე, რომლის თანახმადაც საქართველო "ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნად რჩება. მან უპასუხა, რომ Freedom House-ის ბოლო ანგარიშში სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიაში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა.

მან იმედი გამოთქვა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ზოგადი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

სააკაშვილის თქმით, საქართველოს "საშუალოზე მაღალ სტანდარტებს უყენებენ“.  

"ჩვენ ამას მიჩვეულები ვართ,“ – დასძინა მან.

Civil.Ge © 2001-2024