![]() |
|||
ტელეკომპანია "მაესტროს“ აქციათა 50%–ის მფლობელი გია გაჩეჩილაძე, რადიოების "უცნობისა“ და "ნაცნობის“ დამფუძნებელი და ქართული პარტიის ერთ–ერთი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის ძმა გახდება. ამის შესახებ საუბარია ტელეკომპანია “მაესტროსა” და რადიო ”ნაცნობს” შორის დადებულ შეთანხმებაში, რომელზეც ინფორმაცია 23 მარტს journalist.ge–მ გაავრცელა. ამავე ცნობით, რადიო “ნაცნობი” ტრანსფორმირდება რადიო “მაესტროდ”, რომელიც უახლოეს მომავალში სატელიტურ სიხშირეზე დაიწყებს მაუწყებლობას. გარიგების სხვა დეტალები უცნობია. არსებული ინფორმაციით, „მაესტრო“ მამუკა ღლონტს და კიდევ ცხრა დამფუძნებელს ეკუთვნოდა და თითოეულის წილი 10%-ს შეადგენდა. Media.ge კიკაბიძის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ათივე მეწილემ პროპორციულად დათმო წილი გია გაჩეჩილაძის სასარგებლოდ. ტელეკომპანია "მაესტროს" ამჟამად მართავს ”რუსთავის მედია მართვის კომპანია”, რომლის დამფუძნებელია ტელეკომპანიამ დეკემბრის ბოლოს განაცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილი ფინანსური წყაროების გადაკეტვის გზით ცდილობდა „მაესტრო“ მისი პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი გაეხადა. თუმცა აღნიშნული დავა მალევე მოგვარდა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი კახა ბექაური გადადგა და დამფუძნებლებმა მმართველ კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტა გადაიფიქრეს. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025