ქრისტიან–დემოკრატების ლიდერი საარჩევნო რეფორმის ჩაშლის შედეგებზე აფრთხილებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Mar.'11 / 17:19

საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეუთანხმებლობამ შესაძლოა გზა გაუკვალოს "ყველაზე რადიკალურ ოპოზიციას“, რათა განახორციელოს შიდა ძალადობის რისკის შემცველი áƒ áƒ”ვოლუციის გაცხადებული მიზანი, რის სათავისოდ გამოყენებასაც შემდეგ რუსეთი შეეცდება, განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის და ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ.

24 მარტს, თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ– როსის სემინარზე თავის ინგლისურენოვან გამოსვლაში თარგამაძემ განაცხადა, რომ ყველაზე უარესი სცენარის განვითარება სავსებით "რეალისტურია“.

გულისხმობდა რა áƒ¡áƒáƒ•áƒáƒ áƒáƒ£áƒ“ოდ ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულ მოძრაობას – ერთიანი საქართველოსთვის და ქართულ პარტიას, áƒ—არგამაძემ აღნიშნა, რომ "ორი ყველაზე რადიკალური პოლიტიკური პარტია“ საქართველოში "ინტენსიურად საუბრობს გარდაუვალ რევოლუციურ ცვლილებებზე“. მისი თქმით, ამგვარი განვითარება 2007 წლის ნოემბრის ანალოგიურ ძალადობას გამოიწვევს, რასაც "საქართველოს მთავრობის სრული დე–ლეგიტიმაცია მოყვება“.

"და სწორედ აქ ვხედავთ ჩვენ პროცესში რუსეთის სამხედრო ჩართვის საფრთხეს,“ – განაცხადა თარგამაძემ და იქვე დასძინა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, უკანონო ხელისუფლების ჩამოშორებაში ქართველი ხალხის დახმარების საბაბით სამხედრო ინტერვენცია განახორციელოს.

"არ მინდა სიტუაციის ზედმეტი დრამატიზირება მოვახდინო, მაგრამ ამგვარი სცენარის განვითარება საკმაოდ რეალისტურია,“ – განაცხადა მან.

"ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს. საქართველოს ხელისუფლებამ ადეკვატური დამოკიდებულება უნდა შეინარჩუნოს მიმდინარე პროცესის მიმართ, რომლის მიზანიცაა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და რომელშიც რვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიაა ჩართული,“ – განაცხადა მან.

მისი თქმით, "სავსებით სავარაუდოა“, რომ 2012 წლის სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად შეიქმნება ახალი მთავრობა, სადაც იქნება "სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ნაზავი“ და "ამჟამინდელი მმართველი პარტიაც შესაძლოა გახდეს ამ კოალიციის ნაწილი“.

"ჩვენ არავის მიმართ პირადი ფობიები არ გაგვაჩნია და მზად ვართ ყველასთან ვითანამშრომლოთ ნებისმიერი ტიპის ან კონფიგურაციის კოალიციის ფარგლებში ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დასაცავად, თუ ეს იქნება ჩვენი ერის ნება, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გამოვლინდება,“ – განაცხადა ქრისტიან–დემოკრატების ლიდერმა.

Civil.Ge © 2001-2024