გენერალი პეტრეუსი ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Mar.'11 / 15:33
ავღანეთში აშშ–ის და ნატოს ძალების მეთაური, გენერალი დევიდ 
პეტრეუსი საქართელოს 31–ე ბატალიონის ჯარისკაცებს ხვდება
ჰელმანდის პროვინციაში, 2010 წლის 6 სექტემბერს. შარშან 
ნოემბერში ჰელმანდში 31 ბატალიონი, მესამე ქვეითთა ბრიგადის 
32 ბატალიონმა ჩაანაცვლა.

ავღანეთში აშშ–ის და ნატოს ძალების მეთაურმა, გენერალმა დევიდ პეტრეუსმა განაცხადა, რომ ავღანეთში განთავსებულმა ქართულმა ძალებმა "უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს ნიმრუზსა და ჰელმანდის პროვინციების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის ბაჩო ახალაიასთვის გაგზავნილ წერილში ამერიკელმა გენერალმა შეაქო ქართული ძალები ავღანელ ხალხთან „წარმატებით თანამშრომლობისთვის“, რამაც, მისი თქმით, ხელი შეუწყო ISAF-ისა და ავღანეთის მთავრობის მიმართ ნდობის გაზრდასა და განმტკიცებას.

წერილის ტექსტი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 30 მარტს გამოაქვეყნა.

გენერალი პეტრეუსი აცხადებს, რომ ქართული ძალების ძალისხმევამ მუსა ქალეჰის ტერიტორიაზე, სადაც ქართველი ქვეითები პატრულირებენ, ხელი შეუწყო კოალიციური ძალების ავღანელ ხალხთან უკეთეს ურთიერთობებს.

"თქვენი ჯარისკაცები ნამდვილად გამოირჩევიან თავიანთი სიმამაცითა და გამბედაობით. ამ ყოველივეს კი მათ მიერ ქვეითი პატრულირებაც ცხადყოფს, რაც, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული რისკების გათვალისწინებით, დიდ გამბედაობას მოითხოვს,“ – წერს გენერალი პეტრეუსი.

მუსა ქალეჰი, რომელიც ჰელმანდის პროვინციის ჩრდილოეთით მდებარეობს, გასული რამოდენიმე წლის განმავლობაში თალიბებსა და კოალიციურ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებების მომსწრე გახდა. იგი áƒáƒžáƒ˜áƒ£áƒ›áƒ˜áƒ— ვაჭრობის ერთ–ერთ მთავარ áƒªáƒ”ნტრად ითვლება და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჰელმანდის სხვა მნიშვნელოვანი რაიონების გასაკონტროლებლად.

"ასევე მნიშვნელოვანია თქვენი ბატალიონების მეთაურების გამორჩეული და განსაკუთრებული დამსახურება მუსა ქალეჰის სამხრეთ ნაწილში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ზრდის თვალსაზრისით,“ – განაცხადა გენერალმა პეტრეუსმა, თან იქვე დასძინა, რომ ქართველი მეთაურები "ინარჩუნებენ კარგ დისციპლინას თავიანთ შენაერთებში და ყველა ღონეს ხმარობენ იმისთვის, რომ მეამბოხეთა გავლენა შეასუსტონ ხალხზე“.
 
იმ ქართველი ჯარისკაცის ჩათვლით, რომლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 14 მარტს გავრცელდა, სულ 7 ქართველი სამხედრო დაიღუპა ავღანეთში მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2009 წლის ნოემბერში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციას შეუერთდა.

ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა რაოდენობა 2010 წლის აპრილიდან დაახლოებით 950-მდე გაიზარდა, როდესაც ჰელმანდის პროვინციაში ერთი áƒ‘ატალიონი გააგზავნა. თებერვალში საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ინიციატივა დაამტკიცა, რომელიც ავღანეთის შეიარაღებული ძალების გასაწვრთნელად საარტილერიო ინსტრუქტორთა გაგზავნას ითვალისწინებს. 

Civil.Ge © 2001-2024