ოპოზიცია "საარჩევნო მოლაპარაკებების გადასარჩენად“ ახალ წინადადებებს წარადგენს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Apr.'11 / 12:26

რვა ოპოზიციური áƒžáƒáƒ áƒ¢áƒ˜áƒ 5 აპრილს მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის წესზე ახალ წინადადებებს წარადგენს, რითიც შეეცდება მმართველ პარტიასთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების ჩიხიდან გამოსვლას დაეხმაროს, განაცხადა ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.

მაჟორიტარი დეპუტატების საკითხი მმართველ პარტიასა და "ოპოზიციურ რვიანს" შორის უთანხმოების ერთ–ერთი სერიოზული წყარო გახდა მოლაპარაკებებში, რომელიც áƒáƒ›áƒŸáƒáƒ›áƒáƒ“ შეჩერებულია.

4 აპრილს ტელეკომპანია "მაესტროსთან“ საუბრისას ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს შეცდომაში შეჰყავს ამომრჩევლები, როდესაც აცხადებს, რომ ოპოზიციის სურვილია, რომ რაიონებს წარმომადგენლები აღარ ყავდეს პარლამენტში, როდესაც მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის არსებული წესის შეცვლას ითხოვს.

"ამრიგად, თუ ავიღებ ხმების 40%–ს, 40% უნდა მქონდეს წარმომადგენლობა პარლამენტში,“ – განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის არსებული სისტემა ამ პრინციპს არ უზრუნველყოფს და ამის გამო, ოპოზიცია პროპორციული–რეგიონული სისტემის ინიციატივით გამოდის, სადაც მრავალმანდატიანი ოლქები შეცვლის არსებული ერთმანდატიან ოლქებს; მანდატების რაოდენობა თითოეულ ოლქში მის ზომაზე იქნება დამოკიდებული. თითოეულ მრავალმანდატიან ოლქში ადგილები პროპორციულად გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ იმ კონკრეტულ ოლქში.

მმართველი პარტია ამ წინადადების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ არსებული სისტემა საუკეთესო გზაა, რათა თითოეულ ოლქს თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს საკანონმდებლო ორგანოში.

არსებული წესის თანახმად, სადაც „მოგებულს ყველაფერი რჩება“, მმართველი პარტიის კანდიდატებმა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 75 ერთმანდატიანი ოლქიდან 71 ოლქში გაიმარჯვეს. გარდა ამისა, მმართველი პარტიის 48 კანდიდატმა პროპორციული სისტემით გაიმარჯვა მას შემდეგ, რაც ხმების 59.18% მიიღო და საერთო ჯამში 119 ადგილი მოიპოვა პარლამენტში, რაც 150–წევრიან საკანონმდებლო ორგანოში არსებული ადგილების 79.3%–ს შეადგენს.

ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ რვა ოპოზიციური პარტიის წინადადება რეგიონალურ–პროპორციულ სისტემაზე კვლავ ძალაში რჩება, თუმცა იმისათვის, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს, ოპოზიცია დამატებით წინადადებებს გეგმავს.

"მე დეტალებში არ შევალ, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, რომ საუბარი იქნება შეთავაზებაზე, ალბათ ორი ვარიანტი გვექნება, რომელიც სწორედ ისახავს მიზნად მაჟორიტარული სისტემის და პროპორციული სისტემის ისეთ სინთეზს, რომელიც ამ სამართლიანობას დაიცავს; ანუ მაჟორიტარი სისტემაც და პროპორციული სისტემაც უნდა ასახავდეს მიღებული ხმების პროცენტებს პარლამენტში,“ – განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, ახალი წინადადების წამოყენებით, ოპოზიცია კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს მოლაპარაკებებისკენ და მმართველმა პარტიამ არ უნდა "ჩაკეტოს პოლიტიკური დიალოგის სივრცე“, ვინაიდან ამ შემთხვევაში პროცესი "რადიკალიზაციისკენ წავა და ქვეყანა ისევ დაბრუნდება 90–იან წლებში“.

მისი თქმით, არსებობენ ძალები, ოპოზიციურ ფრონტზეც, რომლებიც არ მონაწილეობენ მოლაპარაკებებში და რომელთაც სურთ, რომ საარჩევნო მოლაპარაკებები ჩაიშალოს.

ამავე დროს, ალასანიამ არ გამორიცხა "ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების“ შესაძლებლობა სამართლიანი საარჩევნო გარემოს მოთხოვნით, თუ ხელისუფლება უარს იტყვის კომპრომისზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველ პარტიაში არსებობენ ადამიანები, რომელთაც ესმით, რომ კომპრომისი აუცილებელია. მისი თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილს არ სურს კომპრომისზე წასვლა, რადგანაც მას „მაჟორიტარების დაგულებული რაოდენობა სჭირდება იმისათვის, რომ გაინაღდოს პრემიერობა“ მას შემდეგ, áƒ áƒáƒª 2013 წლის ბოლოს ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ.

Civil.Ge © 2001-2024