NDI-ის გამოკითხვა: საქართველოში სულ უფრო მეტად აშფოთებთ ეკონომიკური პრობლემები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Apr.'11 / 17:18

6 აპრილს გამოქვეყნებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო რვა თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

რესპოდენტთა მხოლოდ 35%–მა განაცხადა, რომ საქართველო "ნამდვილად“ ან "ძირითადად“ სწორი მიმართულებით ვითარდება, ნათქვამია კვლევაში, რომელიც აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიულის ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 4–17 მარტის პერიოდში განახორციელა საქართველოს დიდ ქალაქებში 2 893 რესპოდენტის წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

ეს მაჩვენებელი ივლისში ჩატარებული ანალოგიური კვლევის თანახმად 51%–ს შეადგენდა, რაც თითქმის უცვლელად იყო შენარჩუნებული 2009 წლის დეკემბრიდან.

თუმცა, ბოლო რვა თვის განმავლობაში საგრძნობლად იმატა იმ რესპონდენტთა რაოდენობამ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ”საქართველო საერთოდ არ იცვლება”. áƒ˜áƒ•áƒšáƒ˜áƒ¡áƒ¨áƒ˜ ჩატარებული კვლევის დროს ასეთი პასუხი გამოკითხულთა 15%–მა გასცა, ხოლო მარტში ეს რიცხვი 37%–მდე გაიზარდა.

ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ეკონომიკური და სოციალური პრობლემები კვლავ რესპოდენტთა  შეშფოთების მთავარ საგნად რჩება.

კვლევის თანახმად, სამუშაო ადგილები კვლავ რჩება მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთა ნუსხის სათავეში; მას მოსდევს ფასების ზრდა. ეს უკანასკნელი ივლისში ჩატარებულ კვლევაში მხოლოდ მეექვსე ადგილზე იყო.

კვლევამ აჩვენა, რომ იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ტერიტორიულ მთლიანობას ყველაზე áƒ›áƒœáƒ˜áƒ¨áƒ•áƒœáƒ”ლოვან საკითხად ასახელებს კვლავ განაგრძობს კლებას. თუ 2009 წლის დეკემბერში ჩატარებულ áƒ›áƒ¡áƒ’ავს კვლევაში ეს მაჩვენებელი 49% იყო, 2010 წლის ივლისში ის 45%-მდე, ხოლო 2011 წლის მარტში 38%-მდე შემცირდა.

რესპოდენტთა 55% და 62%, შესაბამისად, თვლის, რომ სამუშაო ადგილების შექმნისა და ინფლაციის პრობლემებს პოლიტიკოსები ნაკლებად განიხილავენ. ამასთან გამოკითხულთა უმრევლესობა მიიჩნევს, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხის განხილვა პოლიტიკოსების მიერ საკმარისად ხდება.

რესპოდენტთა 46% მიიჩნევს, რომ 2008 წლის დასაწყისიდან მოყოლებული áƒ“ასაქმების კუთხით ვითარება გაუარესდა; 55% კი გაუარესებას ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით აღნიშნავს.

რესპოდენტთა 44% მიიჩნევს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის; 39% თვლის, რომ არის; ხოლო 17%–მა არ იცის ქვეყანაში დემოკრატია არის თუ არა.

თუმცა ამ საკითხზე დადებით და უარყოფით პასუხებს შორის ივლისში დაფიქსირებული 13%–იანი სხვაობა áƒ›áƒáƒ áƒ¢áƒ¨áƒ˜ 5%–მდე შემცირდა.

ამასთან, რესპოდენტთა უმრავლესობის აღქმით, მათთვის დემოკრატია უპირველესად ნიშნავს სიტყვისა და მედიის თავისუფლებას (48%), შემდეგ მოდის ზოგადად თავისუფლება (45%), კანონის წინაშე თანასწორობა (40%), ადამიანის უფლებათა დაცვა (32%), სამუშაო ადგილები (24%) და სამართლიანი არჩევნები (18%).

კვლევის თანახმად, რესპოდენტთა 60% სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება, რომ არსებული ხელისუფლება მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, 34% კი საპირისპიროს ფიქრობს.

გამოკითხულთა უმრავლესობა (42%) áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვნად განათლების რეფორმას ასახელებს, თუმცა მხოლოდ 25% მოელის, რომ ამ მიმართულებით მომდევნო 6 თვის განმავლობაში რაიმე განხორციელდება; შემდეგ მოდის საგადასახადო რეფორმა 33%–ით; საარჩევნო რეფორმა 31%–ით; სასამართლოს რეფორმა  – 29%. მედიის რეფორმას პრიორიტეტულად მხოლოდ 8% ასახელებს.

საგარეო ურთიერთობები

ბოლო კვლევის თანახმად 71%–მდეა გაიზრდილი იმ რესპონდენტთა რაოდენობა რომლებიც "სრულად“ ან "ძირითადად“ მხარს უჭერენ ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას. ივლისში ჩატარებული კვლევის დროს ეს მაჩვენებელი 65% იყო. 51%–მა არ იცის, როდის მოხდება ალიანსში ინტეგრაცია, ხოლო 34% იმედოვნებს, რომ ეს 2013 წელს ან შემდგომ წლებში განხორციელდება.

რესპოდენტთა 49%, ივლისში დაფიქსირებული 59%–ის ნაცვლად, თვლის, რომ საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში "ნაწილობრივ“ ან "სრულად“ მიუღებელია, საწინააღმდეგოს 38% ფიქრობს, ხოლო 12%–მა არ იცის. 

გამოკითხულთა 71% ფიქრობს, რომ რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს. ამასთან, 74% რუსეთთან დიალოგის გამართვის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდებას მისაღებად მიიჩნევს.

კვლევის თანახმად, რესპოდენტთა 55%–ს ასევე მისაღებად მიაჩნია საქართველოს ხელისუფლების თხოვნა, რომ დასავლეთმა გაზარდოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა.

კვლევა, რომლის განხორციელებაც შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დააფინანსა, 3%–იან ცდომილების ზღვარს შეიცავს.

Civil.Ge © 2001-2024