მედია გამჭირვალობის შესახებ ცვლილებები მიღებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Apr.'11 / 17:20

პარლამენტმა 68 ხმით áƒ›áƒ”სამე áƒ›áƒáƒ¡áƒ›áƒ”ნით ერთხმად მიიღო მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებს მაუწყებლის ლიცენზიის ფლობას უკრძალავს და ასევე ითვალისწინებს მაუწყებელთა შემოსავლების გამჭირვალობას.

ფინანსურ გამჭირვალობაზე შეუთანხმებლობა დეკემბრის შემდეგ კანონპროექტის მიღების გაჭიანურების მთავარი მიზეზი იყო. კანონპროექტს მეორე მოსმენით დეპუტატებმა დღის პირველ ნახევარში უყარეს კენჭი.

კანონპროექტში ფინანსური გამჭირვალობის კუთხით ასახულ სიახლეს წარმოადგენს ის ნორმა, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია თავად დაადგენს ანგარიშგების ფორმებს, რომლითაც მაუწყებლები ყოველწლიურად კომისიას წინა წლის ანგარიშის ფარგლებში წარუდგენენ ინფორმაციას დაფინანსების წყაროების შესახებ და აუდიტის დასკვნას. ორივე ამ ინფორმაციის წარდგენას მოქმედი კანონმდებლობა ისედაც ითვალისწინებდა. 

“ანგარიშგების ფორმებში, ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის გარდა, გათვალისწინებული უნდა იყოს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის შემოსავლები რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და შემოწირულობებიდან ცალ–ცალკე,“– განაცხადა საკითხის ერთ–ერთმა ინიციატორმა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ჩიორა თაქთაქიშვილმა კანონპროექტის ციტირებისას.

ქრისტიან–დემოკრატმა დეპუტატმა áƒšáƒ”ვან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ფორმულირებები "არასაკმარისია“ და მოითხოვა ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების კანონში ასახვა.

თუმცა თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ ეს მოთხოვნა არ იქნება გაზიარებული, რადგანაც ეს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენებს გარკვეულ აუდიტორულ კომპანიებს და ავტომატურად გაზრდის აუდიტის მომსახურების ფასს, რისი გადახდაც, მისი თქმით, განსაკუთრებით რეგიონულ ტელევიზიებს გაუჭირდებათ.

ასევე ცვლილებების მიხედვით, ლიცენზიის მაძიებელს, სხვა დოკუმენტებთან ერთად, განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის წარდგენაც ევალება და აღნიშნული სალიცენზიო პირობებად განისაზღვრება. 

კანონპროექტში ასევე სიახლეს წარმოადგენს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დავალდებულება თავის ვებ–გვერდზე გამოაქვეყნოს ლიცენზიის მფლობელთა შესახებ ინფორმაცია. კანონპროექტი ასევე ავალდებულებს ტელევიზიებს თავიანთი ვებ–გვერდების მეშვეობით საჯარო გახადონ მფლობელების ვინაობა.

ცვლილებების თანახმად, მაუწყებლებს მოუწევთ 2012 წლის იანვრამდე თავიანთი მფლობელობის სტრუქტურა ახალ მოთხოვნებს შეუსაბამონ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე ყურებად ტელეკომპანიას, "რუსთავი 2“–ს ამის გაკეთება მომდევნო რვა თვის მანძილზე áƒ›áƒáƒ£áƒ¬áƒ”ვს.  

ტელეკომპანია "რუსთავი 2“–ის აქციების 70%–ის მფლობელია Degson Limited, რომელიც ვირჯინიის კუნძულებზეა დარეგისტრირებული და რაიმე სხვა ინფორმაცია ამ კომპანიის შესახებ მიუწვდომელია. ტელეკომპანიის 30%–ის მფლობელია ქართული ინდუსტრიული ჯგუფი, კონგლომერატი, რომელიც მმართველი პარტიის დეპუტატმა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის გელა ბეჟუაშვილის ძმამ, დავით ბეჟუაშვილმა ჩამოაყალიბა.

მიღებული ცვლილებები ასევე áƒáƒ•áƒáƒšáƒ”ბს საქართველოს მთავრობას 2012 წლის 1 იანვრამდე მოამზადოს წინადადებები აჭარის ტელევიზიის რეორგანიზაციის თაობაზე. ეს ტელევიზია ამჟამად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებაშია, რაც ეწინააღმდეგება კანონის იმ დებულებას, რომელიც კრძალავს სამაუწყებლო ლიცენზიის ფლობას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

დღესვე პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცალკე ცვლილებები, რომელიც ტელევიზიებს სარეკლამო დროის ლიმიტს უზრდის. კერძოდ, მაუწყებლებს საშუალება ექნებათ დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 20% დაუთმონ რეკლამას ან ტელეშოპინგს,  აქამდე განსაზღვრული 15%–ის ნაცვლად.


 

Civil.Ge © 2001-2024