ვაშაძე: 'შანტაჟი და ბლეფია' მოსკოვის განცხადებები ვმო–ში თბილისის თანხმობის გარეშე გაწევრიანებაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Apr.'11 / 14:49

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ "შანტაჟი და ბლეფი“ უწოდა მისი რუსი კოლეგის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანება საქართველოს თანხმობის გარეშეც შეუძლია.

პირველად ეს განცხადება სერგეი ლავროვმა მარტში გააკეთა, ვმო–ზე ბერნში გამართული ქართულ–რუსული მოლაპარაკებებიდან ცოტა ხანში; ხოლო ბოლოს ანალოგიური პოზიცია 26 აპრილს გამოთქვა, მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდამდე ორი დღით ადრე.

“ის რომ რუსეთის ფედერაცია შორიდან გვემუქრება, რომ საქართველოს გარეშე იქნება მიღწეული შედეგი და თითქოსდა მათი გაწევრიანება საქართველოს თანხმობის გარეშე იქნება შესაძლებელი, ეს არის სუფთა წყლის შანტაჟი და ბლეფი,“– განუცხადა გრიგოლ ვაშაძემ 28 აპრილს ჟურნალისტებს.

მისი ინფორმაციით, ვმო–ზე მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი რუსულ მხარესთან 28–29 აპრილს ციურიხში გაიმართება. წინა შეხვედრა ბერნში შედგა. 

"ჩვენ არ ჩავდივართ არც ბერნში და არც ციურიხში... იმისათვის, რომ დავბლოკოთ რუსეთის შესვლა ვმო–ში,“– განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ  ქართული მხარისათვის „მტკივნეულია“ და „არ არის ადვილი ნაბიჯი “რუსეთის ფედერაციასთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან ჯდომა, "ჩვენ ჩავდივართ იქ იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაციასთან და შვეიცარულ მხარესთან ერთად მოვნახოთ გამოსავალი იმ იურიდიული აბსურდისგან, რაც რუსეთის ფედერაციამ შექმნა თავისი სულელური გადაწყვეტილებით 2008 წლის 26 აგვისტოს [სეპარატისტული რეგიონების აღიარებით]“. 

თბილისის განცხადებით, ის მოლაპარაკებების ფარგლებში ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარებას მოითხოვს, როცა áƒ¡áƒ”პარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სასაზღვრო–გამშვებ პუნქტების "გამჭირვალობას“ ითხოვს, მათ შორის იქ ქართველი მებაჟეების განთავსების გზით. მოსკოვი კი აცხადებს, რომ ამ პირობის áƒ“აყენებით საქართველო ვმო–სთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პოლიტიზირებას ახდენს.

ამ დავის ”შემოქმედებითი გადაწყვეტა” უნდა გამოიძებნოს ისე, რომ სეპარატისტულ რეგიონებში სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გამჭირვალობა იქნას უზრუნველყოფილი იქ ქართველი მებაჟეების განთავსების გარეშე, განაცხადა 15 აპრილს მაიკლ მაკფოლმა, პრეზიდენტ ობამას თანაშემწემ და აშშ–ის ეროვნული უშიშროების საბჭოში რუსეთის და ევრაზიის საკითხების კურატორმა. áƒ›áƒ˜áƒ¡áƒ˜ თქმით, ვაშინგტონი საქართველოს თანხმობის გარეშე რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების მომხრე არ იქნება, ვინაიდან ეს დავას ვერ მოაგვარებს.

Civil.Ge © 2001-2022