ვმო–ს თაობაზე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მაისში იგეგმება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Apr.'11 / 20:11

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით 28–29 აპრილს ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და რუსეთის დელეგაციები შვეიცარიის შუამავლობით მომდევნო მოლაპარაკებების მაისის ბოლოს გამართვის თაობაზე შეთანხმდნენ, განუცხადა Civil.ge-ს პრემიერ–მინისტრის პრესსპიკერმა ნიკო მჭედლიშვილმა. 

თამარ კოვზირიძემ, პრემიერ–მინისტრის მრჩეველმა და ქართული მხარის მთავარმა მომლაპარაკებელმა რადიო "თავისუფლების“ თბილისის ბიუროს შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომ უკანასკნელი áƒ¨áƒ”ხვედრა მეტი "კონკრეტულობით“ გამოირჩეოდა.

”საქართველოს მოთხოვნა არის უცვლელი და ეხება საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ერთობლივად შეთანხმებული სქემის ჩამოყალიბებას, რომ ერთობლივად შემუშავებული მონიტორინგის მექანიზმი გვქონდეს სავაჭრო მიმოქცევაზე და ამ პროცესის განმავლობაში განვიხილავთ საქართველოს მოთხოვნის დარეგულირების სხვადასხვა მექანიზმს,“– განაცხადა კოვზირიძემ. 

ქართული მხარე არ ამჟღავნებს áƒ¨áƒ”ხვედრების დეტალებს იმ მოტივით, რომ რუსულ მხარესთან არსებობს შეთანხმება იმის თაობაზე, რომ áƒ›áƒ®áƒáƒ áƒ”ებმა მოლაპარაკებების áƒ¨áƒ”სახებ მედიასთან არ ისაუბრონ.  

Civil.Ge © 2001-2024