საპარლამენტო კომიტეტი 'ჩერქეზთა გენოციდის' საკითხს განიხილავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 May.'11 / 15:15

პარლამენტმა, შესაძლოა, "ჩერქეზთა განოციდის“ საკითხზე, რომელსაც დეპუტატთა "მნიშვნელოვანი ლობი“ ჰყავს,  გადაწყვეტილება ამ საგაზაფხულო სესიაზე მიიღოს, განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მმართველი პარტიიდან.
 
“თარიღებზე ვერაფერს ვერ ვიტყვი. თუმცა ეს არ იქნება ძალიან გრძელი პროცესი და არც განსაკუთრებით ფორსირებული,“– განუცხადა მან Civil.ge-ს 11 მაისს და დასძინა, რომ "არ გამორიცხავს“ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიმდინარე სესიის ფარგლებში მიღებას.

მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, პარასკევს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი მოისმენს ამ თემაზე სამეცნიერო წრეების შემაჯამებელ დასკვნებს და ამის შემდეგ პარლამენტი უკვე "პოლიტიკური გადაწყვეტილების“ მიღების ფაზაში გადავა.

“არ დაგიმალავთ, რომ პარლამენტში ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ლობი ჩამოყალიბდა,“– განაცხადა წიკლაურმა, "მნიშვნელოვანი რაოდენობაა დეპუტატების, რომლებიც განწყობილნი არიან, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს“.

“საქართველოს პარლამენტმა ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელსაც ექნება ძალიან მყარი სამეცნიერო ფუნდამენტი,“– განაცხადა მან და დასძინა, რომ საკითხის "სირთულიდან“ გამომდინარეობს, რომ áƒ›áƒáƒ¡áƒ–ე დისკუსიები წელიწადზე მეტია გრძელდება.  

მან ასევე განაცხადა, რომ პარლამენტში შესულია ჩერქეზული დიასპორების "ათეულზე მეტი“ áƒ›áƒ˜áƒ›áƒáƒ áƒ—ვა, მათ შორის თურქეთიდან, ისრაელიდან, იორდანიიდან, აშშ–დან, კანადიდან, მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩრდილოეთ კავკასიაში ჩერქეზთა საწინააღმდეგო ქმედებების "გენოციდად“ აღიარების თაობაზე. “ჩვენთან ასევე შემოსულია ყაბარდო–ბალყარეთისა და ჩეჩნური ორგანიზაციების ანალოგიური თხოვნები,“– აღნიშნა მან.

მისი თქმით, საქართველოს მიერ ამ საკითხის გააქტიურებამ, რაც კავკასიის ხალხთა მიმართ "სოლიდარობის“ გამოხატულებაა და არა "შურისძიება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის“ გამო, "შესაძლოა გააღიზიანოს“ რუსეთი, "მაგრამ ის ასე ღიზიანდება ყველაფერზე“.

წიკლაურმა ნოემბერში, როცა პარლამენტში 2014 წელს სოჭის ოლიმპიადის მიმართ საქართველოს შესაძლო პოზიცია განიხილებოდა, ამ თემას ჩერქეზთა საკითხი დაუკავშირა და განაცხადა: "ოლიმპიური ქარტიის შესაბამისად შეუძლებელია ოლიმპიური თამაშების იმ ადგილას გამართვა, სადაც ხალხის გენოციდი განხორციელდა“.

Civil.Ge © 2001-2024