ლავროვი ვმო–ში რუსეთის გაწევრიანების შესახებ საქართველოს პოზიციაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 May.'11 / 12:35

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პრობლემას, რომელსაც საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანებას უქმნის "პოლიტიკურია“ და ორგანიზაციაში შესვლა მოსკოვს თბილისის გვერდის ავლით შეუძლია.

“ჯერ ჩვენ ვაწარმოებთ კონსულტაციებს ქართულ მხარესთან შვეიცარიის შუამავლობით. რეალურად პრობლემა, რომელსაც ქმნის საქართველო, ერთადერთი პოლიტიკურია. ყველა სხვა საკითხები ეხება ვმო–ს რეჟიმს და გადაწყვეტადია საექსპერტო დონეზე,“– განაცხადა მან რუსულ გაზეთ "მოსკოვსკიე ნოვოსტი“–სთან ინტერვიუში, რომელიც 12 მაისს გამოქვეყნდა.

“შემიძლია დაგიდასტუროთ, რასაც ვამბობდი. ვმო–ს წესები უშვებს ქვეყნების მიღებას კენჭისყრის საფუძველზე კონსენსუსის არ არსებობის პირობებში. ამასთან დაკავშირებით ჩემს კომენტარებს ქართველმა კოლეგებმა უწოდეს ახირება. მაგრამ, ალბათ ამას აკეთებდნენ ისინი, ვინც არ იცნობს ვმო–ს დოკუმენტებს და იმას, რომ ამასთან დაკავშირებით პრეცედენტიც არსებობს. áƒ•áƒ›áƒ–ს წესები ორგანიზაციაში კენჭისყრის გზით შესვლის უფლებას იძლევა,“– განაცხადა მან. მას სავარაუდოდ ეკვადორის შემთხვევა ჰქონდა მხედველობაში, როდესაც ვმო–ს გენერალურმა საბჭომ ორმესამედიანი áƒ£áƒ›áƒ áƒáƒ•áƒšáƒ”სობით მიიღო გადაწყვეტილება. 

ლავროვის ანალოგიურ განცხადებებს, რომლებიც მან მარტსა და აპრილში გააკეთა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ "შანტაჟი და ბლეფი“ უწოდა.

შვეიცარიის შუამავლობით ვმო–ზე მოლაპარაკებების განახლების შემდეგ ქართული და რუსული მხარეების მორიგი, მესამე შეხვედრა მაისში იგეგმება. 29 აპრილს ჟენევაში გამართული ბოლო მოლაპარაკებების შედეგებზე ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ პროცესი კონკრეტული წინადადებების განხილვის ფაზაში შევიდა.

იმ პირობებში, როცა მხარეები შეთანხმებულნიარიან თავი შეიკავონ დეტალების გამჟღავნებისაგან, რუსულ პრესაში გაჩნდა ანონიმური ცნობები, რომ მხარეები სერიოზულად განიხილავენ იმ მექანიზმს, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდებარე სასაზღვრო–გამშვები პუნქტების გავლით საქონლის მოძრაობის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, იქ ქართველი მებაჟეების განთავსების გარეშე.

Civil.Ge © 2001-2024