პარლამენტის ქუთაისში გადატანის ინიციატივის სახალხო განხილვისთვის კომისია შეიქმნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 May.'11 / 16:29

პარლამენტის ახალი შენობის მაკეტი.

დღეს პარლამენტმა 86 ხმით 2–ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კომისიის შექმნას, რომელიც ერთი თვის განმავლობაში განიხილავს იმ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც მორიგ არჩევნებზე არჩეული საკანონმდებლო ორგანოს თბილისიდან ქუთაისში მთლიანად გადატანის ინიციატივას ასახავს.

საყოველთაო–სახალხო განხილვის კომისიაში შედიან მმართველი პარტიის დეპუტატები: პავლე კუბლაშვილი, აკაკი მინაშვილი, კახა ანჯაფარიძე, ვახტანგ ბალავაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი; საპარლამენტო უმცირესობიდან: გიორგი, თარგამაძე, რატი მაისურაძე, ლევან ვეფხვაძე, გიორგი ახვლედიანი,  ნიკა ლალიაშვილი, გია თორთლაძე, პაატა დავითაია და უმცირესობის გარეთ მყოფი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია. მთავრობიდან: საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძე; ხოლო აკადემიური წრეებიდან: ირაკლი ბურდული, დავით კერესელიძე და ქეთევან ქოქრაშვილი. 

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გია ცაგარეიშვილმა და დიმიტრი ლორთქიფანიძემ უარი განაცხადეს კომისიაში გაწევრიანებაზე. 

რეგლამენტის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა პარლამენტმა ერთი თვის შემდეგ უნდა დაიწყოს.

ქუთაისში პარლამენტის ახალი áƒœáƒáƒ’ებობის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს.  


ქუთაისში მშენებარე პარლამენტის სხდომათა დარბაზი. 

დიზაინერთა თქმით, 40 მეტრის სიმაღლის შუშის გუმბათიანი შენობა გამჭვირვალობის სიმბოლო, ხოლო áƒ›áƒ˜áƒ¡áƒ˜ 200 მეტრიანი თხელი ბეტონის სტრუქტურა, რომელიც შუშის გუმბათს გასდევს ზოლად, სიძლიერის სიმბოლო იქნება. CMD Ingenieros–ის დაპროექტებული  პარლამენტის ახალი შენობის საერთო ფართი 4 200 კვადრატული მეტრი იქნება, სადაც 217 კაბინეტი და 11 საკონფერენციო ოთახი განთავსდება.

 

 

Civil.Ge © 2001-2024