დამოუკიდებლობის დღე სამხედრო აღლუმით აღინიშნება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 May.'11 / 11:06

26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმისთვის მზადების გამო სამშაბათს გვიან რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა გადაიკეტა.

მოძრაობის გადაკეტვამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 26 მაისისთვის   დაგეგმილი აღლუმის რეპეტიციასთან დაკავშირებით, 17 მაისს, საღამოს 22:00  საათიდან 18 მაისის დილის 08:00 საათამდე, „ავტოტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთათვის მოძრაობა შეიზღუდება“ რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანზე და კიდევ რამდენიმე მიმდებარე ქუჩაზე. სამინისტროს განცხადების თანახმად, აღლუმის რეპეტიციაზე გამოყენებულ იქნება სამხედრო-საჰაერო ტექნიკაც.

მანამდე 17 მაისს ადვოკატების ჯგუფი პარლამენტის წინ სამართლიანი სასამართლო სისტემის მოთხოვნით ხუთდღიანი შიმშილობის აქციის დაწყებას გეგმავდა. თუმცა, მათ გეგმებს პოლიციამ შეუშალა ხელი, რომელმაც მათ პარლამენტის წინ დაბანაკების საშუალება არ მისცა. პოლიცია მას შემდეგ გამოჩნდა ადგილზე, რაც áƒáƒ¥áƒªáƒ˜áƒ˜áƒ¡ მონაწილეებმა პარლამენტის წინ áƒšáƒ”იბები გაშალეს. პოლიციამ მათ ინვენტარი ჩამოართვა და აქცია შეხლა–შემოხლის გარეშე დაშალა.  

Civil.Ge © 2001-2024