სახალხო კრებამ საპროტესტო აქცია დაიწყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 May.'11 / 15:27


სახალხო კრების აქტივისტები რუსთაველის გამზირით თავისუფლების მოედნისკენ
მიემართებიან 21 მაისს. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

სახალხო კრების აქტივისტებმა თბილისში 21 მაისს თავისუფლების მოედანზე áƒ—ავმოყრამდე სამ სხვადასხვა ადგილას დაიწყეს შეკრება.

სახალხო კრებამ, რომელიც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს, განაცხადა, რომ იგი საპროტესტო აქციებს პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით 21 მაისს იწყებს.

21 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ნინო ბურჯანაძემ მოუწოდა პოლიციას არ შეასრულოს „უკანონო ბრძანებები" და არ დაუპირისპირდეს ხალხს. მან ასევე განაცხადა, რომ სახალხო კრების აქტივისტებზე რეგიონებში უდიდესი ზეწოლა განხორციელდა ხელისუფლების და პოლიციის მხრიდან, რათა მათი თბილისში გამომგზავრებისთვის ხელი შეეშალათ. 

თავისუფლების მოედანზე პოლიციელები áƒáƒ  ჩანან. მოძრაობა მოედანზე, სადაც მომიტინგეები იკრიბებიან, გადაკეტილია. 

სახალხო კრების პარალელური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ასევე ბათუმშიც.

Civil.Ge © 2001-2024