მერაბიშვილი: ‘პოლიცია მოიქცევა ადეკვატურად’ ანუ ‘არავითარი რეაქცია არ ექნება’ აქციებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 May.'11 / 22:41

საპროტესტო აქციებთან áƒ›áƒ˜áƒ›áƒáƒ áƒ—ებაში პოლიცია მოიქცევა "ადეკვატურად“, რაც იმას ნიშნავს, რომ "არავითარი რეაქცია არ ექნება ამ მოვლენებთან დაკავშირებით“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 21 მაისს.

ეს განცხადება მან "რუსთავი 2“–ის ყოველკვირეული გადაცემა “P.S”-ისთვის მიცემულ მოკლე ინტერვიუში áƒ’ააკეთა, რომელიც ტელეკომპანიის განცხადებით, დღეს საღამოს ჩაიწერა იმ დროს, როცა სახალხო კრების აქტივისტებს უკვე დაწყებული ჰქონდათ აქციები თბილისსა და ბათუმში პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით.

"ყველამ დაინახა, რომ ყველა ის განცხადება, ყველა ის გეგმები, რაც ჰქონდათ ამ ადამიანებს იყო ყალბი და არასერიოზული. ამიტომ არასერიოზულ ქმედებებზე ჩვენ გვექნება რეაქცია ანუ არავითარი რეაქცია არ გვექნება,“– განაცხადა მერაბიშვილმა.

"დღეს იმდენად ცოტანი, იმდენად სუსტები არიან ეს ადამიანები, რომ მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ არც იმის რასაც ამბობენ და არც იმის მეასედის, რასაც ისინი ხშირად იქადნიან,“– აღნიშნა მან.   

ჟურნალისტის კითხვაზე „მხედრიონის“ პერიოდის დაბრუნების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, შს მინისტრმა განაცხადა, რომ ეს განცხადებები "სრულიად არასერიოზულია“, რადგან "დღეს საერთოდ სხვა საზოგადოებაა“.

“არავითარი მცირე, პატარა საფუძველიც არ არსებობს რაიმე საფრთხის შემცველი, მე მხედველობაში მაქვს განსაკუთრებით ამ ადამიანების მხრიდან და მათი მხარდამჭერების მხრიდან და არათუ მხედრიონის, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ წინ თუ წავალთ, თორემ უკან ჩვენ გზა არ გაგვაჩნია არა მარტო იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში  პოლიცია მუშაობს, კარგად ვართ მომზადებულები,“– განაცხადა მერაბიშვილმა.

Civil.Ge © 2001-2024