საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქცია გრძელდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 May.'11 / 11:44


23 მაისს, ორშაბათს დილიდან კოსტავას ქუჩა მანქანებით არის გადაკეტილი. ფოტო: Civil.ge

სახალხო კრების რამდენიმე ასეულმა აქტივისტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, სადაც მოძრაობა კვლავ გადაკეტილია, მეორე ღამე გაათენა.

წინა დღისგან განსხვავებით, პოლიციასთან შეტაკებას ადგილი არ ჰქონია.

თუმცა, რამდენიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი, როდესაც აქციაზე მყოფი áƒ–ოგიერთი აქტივისტი ჟურნალისტებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ერთ–ერთი ასეთი შემთხვევის დროს itv.ge–ს ოპერატორმა განაცხადა, რომ მის კამერას ერთ–ერთმა აქტივისტმა მიკროფონი დაუზიანა.


მომიტინგეები კოსტავას ქუჩაზე ორშაბათს დილით. აქტივისტები, განსაკუთრებით კი ისინი,ვინც მორიგეობენ, áƒ—ეთრი პლასტმასის ჯოხებით დადიან, რაც, მათი თქმით, თავდაცვის საშუალებაა. ფოტო: Civil.ge

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ხშირად ადანაშაულებენ áƒªáƒáƒšáƒ™áƒ”ულ ჟურნალისტებს, ძირითადად ნაციონალური არხებიდან ხელისუფლების დაკვეთების შესრულებაში და მათ "აგენტებს“ უწოდებენ; მათი თქმით, ეს ჟურნალისტები განზრახ ახდენენ მომიტინგეთა პროვოცირებას.

აქციის ლიდერებმა კვირას განაცხადეს, რომ საპროტესტო აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ სულ ცოტა კიდევ ერთი დღე გაგრძელდება. თავიანთი სამომავლო გეგმების შესახებ მათ ჯერ განცხადება არ გაუკეთებიათ.


აქტივისტები, რომლებმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ ორშაბათ ღამე გაათენეს.ფოტო: Civil.ge

ქართულმა პარტიამ, რომელიც აქციას 22 მაისს შეუერთდა, განაცხადა, რომ "გადამწყვეტი ბრძოლა“ სააკაშვილის რეჟიმის დასასრულებლად 25 მაისს ავლაბრის მოედანზე გაიმართება და ეს უნდა იქცეს "ქართველი ხალხის მრისხანების დღედ“. თუმცა, ნინო ბურჯანაძემ მიანიშნა კვირას, რომ იგი სკეპტიკურად უყურებს ავლაბრის მოედანზე აქციის გამართვას.

 

Civil.Ge © 2001-2024