26 მაისს სამხედრო აღლუმი ჩატარდება – თავდაცვის სამინისტრო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 May.'11 / 21:27


ქართული ჯარები 18 მაისის ღამით რეპეტიციას მართავენ დაგეგმილი აღლუმისთვის.
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი სამხედრო აღლუმი 26 მაისს "ჩვეულებრივად ჩატარდება“, განაცხადა თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ.

“რაც შეეხება რეპეტიციას რუსთაველის გამზირზე, ზუსტად არ ვიცი გაიმართება თუ არა კიდევ,“– განუცხადა მან Civil.ge-ს, "თუმცა ბაზაზე სამხედროები ყოველდღიურად გადიან რეპეტიციას“.

დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სახალხო კრება "ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ ხელისუფლებამ ვერ ჩაიბაროს აღლუმი მშვიდად“. მისი თქმით, მომიტინგეები 25 მაისს კოსტავას გამზირიდან თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ. 

სამხედრო აღლუმის გამართვა áƒ áƒ£áƒ¡áƒ—აველის გამზირზე იგეგმება. 

"აღლუმის გამართვის გეგმა არ შეიცვლება,"– განუცხადა Civil.ge-ს აკაკი მინაშვილმა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან, "აღლუმი ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების ღონისძიება, ეს არის დამოუკიდებლობის დღე და მას ყველამ პატივი უნდა სცეს". 

რაც შეეხება ოპოზიციის აქციას, მინაშვილმა განაცხადა, რომ "თბილისი დიდი ქალაქია და ოპოზიციას ექნება შესაძლებლობა სხვაგან ჩაატაროს მანიფესტაცია".

სამხედრო აღლუმი, როგორც წესი, ყოველწლიურად ტარდება დამოუკიდებლობის დღეს. თუმცა 2009 წლის 26 მაისი გამონაკლისი იყო, როცა ხელისუფლებამ აღლუმის ჩატარება რუსთაველზე მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქციების გამო გადაიფიქრა. თუმცა, მეორე მხრივ, აღლუმზე უარის თქმის მიზეზი შესაძლოა მაშინ არმიაში არსებული სიტუაციაც ყოფილიყო, áƒ áƒáƒ“ესაც მუხროვანის ჯანშან-სატანკო ბატალიონის მეთაურმა 2009 წლის 5 მაისს დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და áƒáƒ›áƒ˜áƒ¡ მოტივად აღლუმის წინააღმდეგ საკუთარი პროტესტი დაასახელა.

 

Civil.Ge © 2001-2024