საპროტესტო აქციის მეოთხე დღე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 May.'11 / 11:37

24 მაისს სახალხო კრების მიერ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქციის მეოთხე დღე დაიწყო, რომლის დროსაც მომიტინგეებს კვლავ გადაკეტილი აქვთ კოსტავას áƒ¥áƒ£áƒ©áƒ.

მომიტინგეთა რაოდენობა ღამით რამდენიმე ასეულია, დღისით, დაახლოებით, ორი–სამი ათასი.

წინა ღამის მსგავსად, გასულ ღამესაც პოლიციასთან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა გარკვეულ შეხლა–შემოხლას ჰქონდა ადგილი მომიტინგეებსა და ჟურნალისტებს შორის; ერთ–ერთი ასეთი შემთხვევის დროს ახალგაზრდა კაცმა ოპერატორს დაარტყა.      

სახალხო კრების გეგმის თანახმად, 24 მაისი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქციის ბოლო დღე უნდა იყოს, რადგანაც დემონსტაცია 25 მაისს შუადღისთვის თავისუფლების მოედნისკენ აპირებს მსვლელობას, რათა ხელისუფლებას 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი სამხედრო აღლუმის ჩატარებაში ხელი შეუშალოს.

პარალელურად ქართული პარტიაც გეგმავს საპროტესტო აქციის გამართვას, რომელიც ამ დღეს ქართველი ხალხის "მრისხანების დღეს“ უწოდებს. აქცია პრეზიდენტის სასახლის მახლობლად, ავლაბარში áƒ˜áƒ’ეგმება, თავისუფლების მოედნიდან რამდენიმე კილომეტრში. "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სახალხო კრება ქართულ პარტიასთან კოორდინირებულად მუშაობს.

25 მაისს საქართველოში დაბრუნებას გეგმავს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ქართული პარტიის ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. ამის შესახებ მან თავად განაცხადა რამდენიმე დღის წინ.

ოქრუაშვილმა, რომელსაც საფრანგეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა და რომელსაც საქართველოში დაუსწრებლად 11 წელი აქვს მისჯილი, განაცხადა, რომ 25 მაისი "ამ ხელისუფლების ბოლო დღე იქნება“.

23 მაისს ქართული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ქართული საპოლიციო ძალების მობილიზება შეინიშნება. ვრცელდებოდა ვარაუდები, რომ ოქრუაშვილი შესაძლოა სეპარატისტული რეგიონიდან შეეცადოს საქართველოში შემოსვლას. თუმცა, შსს–ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა უარყო რაიმე „სპეციალური“ ზომების განხორციელება ადმინისტრაციულ საზღვართან და აღნიშნა, რომ იქ მხოლოდ გეგმიური áƒžáƒáƒ¢áƒ áƒ£áƒšáƒ˜áƒ áƒ”ბა ხორციელდება.       

 

Civil.Ge © 2001-2024