ბურჯანაძე: ”ოქრუაშვილი სააკაშვილისნაირი ლაჩარია”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 May.'11 / 18:49

საზოგადოებრივი ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორია, 24 მაისი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ირაკლი ოქრუაშვილი ისეთივე ”ლაჩარია”, როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი, განუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეებს ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ქართული პარტიის მიერ დღეს გამოცხადებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ისინი 25 მაისს აღარ ჩაატარებენ ”მრისხანების დღედ” წოდებულ აქციას, ”დაადასტურა” მისი ეჭვები, რომ პარტიის სულ ცოტა ორი ლიდერი, ეროსი კიწმარიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი, “ხელისუფლების თამაშს თამაშობენ.”

“რატომ არის ბატონი სოზარ სუბარი ამ გაუგებრობაში მოხვედრილი ეს თავად გადაწყვიტოს და თქვენთვის მიმინდია ეს შეფასება,”– განაცხადა ბურჯანაძემ.

"მე მცხვენია ოქრუაშვილის ნაცვლად. კაცი თავდაცვის მინისტრი იყო და თავდაცვის მინისტრი ერქვა. რა უნდა გაგიჭირდეს ამის ფასი, რომ შენი სიტყვის პატრონი არ იყო და შენი ლაჩრობა ქალს გადააბრალო, მაშინ როცა იცი, რომ არც აპირებდი ჩამოსვლას, არც ფიქრობდი იმ კომფორტული ადგილიდან [საფრაგნეთიდან] ფეხის მოცვლას“, – განაცხადა მან.
 
ნინო ბურჯანაძის თქმით, სახალო კრების მხირდან ქართული პარტიის მიმართ თავიდანვე áƒ“აყენებული იყო ”კატეგორიული პირობა", თუ áƒ˜áƒ áƒáƒ™áƒšáƒ˜ ოქრუაშვილის თბილისში ჩამოსვლის უკან "იქნებოდა áƒ áƒáƒ˜áƒ›áƒ” კავშირი რუსებთან, რაიმე  კავშირი სამხედრო ძალასთან, რაიმე  კავშირი იარაღთან და ქვეყნის დესტაბილიზაციასთან“ სახალო კრება გაემიჯნებოდა ამ პროცესს.

"დიახ ჩვენ გავემიჯნებით ნებისმიერ პროცესს, რაც არ უნდა იძახოს სახელისუფლებო ძალებმა, დიახ გავემიჯნებით ნებისმიერ პროცესს, რომელიც ქვეყნის გარედან იქნება [მართული], რომელიც იქნება არამშვიდობიანი და სისხლისღვრასთან დაკავშირებული,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

"ისეთივე ლაჩარმა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, როგორი ლაჩარიც პრეზიდენტი სააკაშვილია უკან წაიღო თავისი სიტყვები, რომელიც ხალხის მოსატყუებლად იყო გამოყენებული,”- განაცხადა მან.

მისივე თქმით, ქართული პარტიის დღევანდელმა განცხადებამ "რა თქმა უნდა, ნეგატიური მუხტი შეიტანა პროცესში“.

მისი თქმით, ”სახალხო კრების” გეგმები არ იცვლება და 25 მაისს "გადამწყვეტი ბრძოლა იწყება“.

მან მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ”გაცილებით უფრო áƒ“ამნაშავე, ვიდრე სააკაშვილი” იქნებიან ის ადამიანები, ვინც ”გულგრილობას გამოიჩენენ” და აქციაზე არ მივლენ.

”გამოდით სოროებიდან, სირცხვილია ქართველები სოროებში იყვნენ,"– განაცხადა ბურჯანაძემ.

Civil.Ge © 2001-2024