საპროტესტო აქციის მეხუთე დღე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 May.'11 / 11:06

მომიტინგეები 24 მაისს გამომსვლელებს უსმენენ კოსტავას გამზირზე, რომელიც კვლავაც
გადაკეტილი რჩება. ფოტო" გურამ მურადოვი/Civil.ge

მომიტინგეთა მცირე ჯგუფმა გასული ღამე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ გაათენა ნინო ბურჯანაძის ლიდერობით სახალხო კრების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მეხუთე დღეს.

23 მაისს „კრების“ მიერ გამოცხადებული გეგმის თანახმად, შუადღისთვის აქციის მონაწილეები მოაწყობენ მანიფესტაციას თავისუფლების მოედნისკენ, რათა ხელისუფლებას 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის "მშვიდად“ ჩატარების საშუალება არ მისცენ.

თუმცა ლიდერების გეგმები მეტწილად დამოკიდებულია ხალხის აქტივობაზე, რაც საკმაოდ დაბალი იყო ბოლო დღეების განმავლობაში.

სახალხო კრების ერთ–ერთმა წარმომადგენელმა სამშაბათს აქციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ისინი ვერ შეძლებენ მსვლელობის მოწყობას იმ შემთხვევაში, თუ ხალხის რაოდენობა საკმარისი არ იქნება.

ოთხშაბათს აქციის ორგანიზატორებმა გაიმეორეს მოწოდებები მოსახლეობის მისამართით, რომ áƒ¨áƒ”უერთდნენ აქციას.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და "დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ 24 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ ხალხის მაღალი აქტივობის შემთხვევაში, სახალხო კრება შეასრულებს მის დაპირებას და ხელისუფლებას სამხედრო აღლუმის ჩატარების საშუალებას არ მისცემს. 

"თუ ადამიანები სხვაგვარად გადაწყვეტენ, ჩვენ დავემორიჩილებით მათ გადაწყვეტილებას,“– განაცხადა მან 24 მაისს, "მაგრამ მე ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეძლებს ხვალ გადააბიჯოს თავის იმედგაცრუებასაც, შეძლებს გადააბიჯოს შიშს, რომელსაც ეს ხელისუფლება თესავს მუდმივად... და მე გაძლევთ პატიოსან სიტყვას, რომ ბოლომდე თქვენთან ერთად ვიბრძოლებ, არცერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევ, რადაც არ უნდა დამიჯდეს ეს“.    

 

 

Civil.Ge © 2001-2024