ბურჯანაძე: მომიტინგეებს ‘დღეს’ პარლამენტთან აქციის გამართვის სამართლებრივი უფლება აქვთ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 May.'11 / 16:35


აქცია პარლამენტის წინ, 25 მაისი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მომიტინგეებს "დღეს“ – 25 მაისს, áƒáƒ¥áƒ•áƒ— როგორც სამართლებრივი, ისე მორალური უფლება პარლამენტის შენობასთან "იდგნენ“.

"ლამის ფიცი დავდოთ, რომ არცერთი ჩვენგანი არ მოიცვლის აქედან ფეხს,"– მიმართა ბურჯანაძემ მომიტინგეებს 

მან ასევე მოუწოდა აქციასთან შეერთებისკენ, რადგან "ახლა გულგრილობა ღალატის ტოლფასია“. 

ბურჯანაძემ ოპოზიციურ პარტიებს მიმართა, რომ “ნამდვილად არის ახლა დრო, რომ დადგეთ ქართველი ხალხის გვერდით და არა რომელიმე ლიდერის გვერდით“ და ასევე სხვადასხვა პარტიების წევრების მისამართით განაცხადა, რომ თუ მათი ლიდერები ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ აქციასთან შეერთება.

სახალხო კრების მხარდამჭერთა მანიფესტაცია, რომელიც თავდაპირველად გამოცხადებული გეგმის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედანზე მიემართებოდა, პარლამენტის შენობის წინ გაჩერდა.

პარლამენტის შენობასთან დგას ასევე ის სატვირთო მანქანა, სადაც სცენაა დამონტაჟებული და საიდანაც ლიდერები áƒ›áƒ˜áƒ›áƒáƒ áƒ—ავენ მომიტინგეებს.  


გამომსვლელები მიმართავენ მომიტინგეებს, 25 მაისი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ნინო ბურჯანაძემ 23 მაისს გამოაცხადა, რომ სახალხო კრება ხელისუფლებას, რომელიც 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას სამხედრო აღლუმით აპირებს, ამ გეგმების შესრულებაში ხელს შეუშლიდა და 25 მაისს მანიფესტაციას მოაწყობდა თავისუფლების მოედნისკენ.

დღეს დილით ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სახალხო კრების შემდგომი გეგმები დამოკიდებული იქნება ხალხის რაოდენობაზე. 

Civil.Ge © 2001-2024