შსს–მ ‘მოლოტოვის კოქტეილთან’ დაკავშირებული ფარული ჩანაწერები გაავრცელა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 May.'11 / 18:09


ტელეკომპანია „იმედის“ ფოტოკადრი, სადაც ნაჩვენებია ფარულად გადაღებული ვიდეო, 
რომელიც შსს–მ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მომიტინგეებმა პარლამენტის წინ გადაწყვიტეს აქციის გამართვა, სადაც იგეგმება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი 26 მაისს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ფარული ვიდეო ჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ, საპროტესტო აქციის ზოგიერთი მონაწილე ცდილობს პირების დაყოლიებას ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებაზე.

ვიდეოები შსს–ს ლოგოთი, რომელიც ხუთ ცალკე ეპიზოდს მოიცავს, პირველმა ტელეკომპანია "იმედმა“ 17:10 წუთზე გაუშვა. მოგვიანებით, ეს მასალა შსს–ის ვებ–გვერდზეც დაიდო, თუმცა სამინისტრომ ამ ჩანაწერის დეტალებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

ფარული ჩანაწერები, დაახლოებით, ორ საათში გავრცელდა მას შემდეგ, რაც სახალხო კრების ლიდერებმა გადაწყვიტეს აქცია გაგრძელებულიყო პარლამენტის შენობის წინ, ნაცვლად თავისუფლების მოედნისა, რაც თავდაპირველად გამოცხადებულ გეგმაში შედიოდა.

ფარულ ჩანაწერებში ჩანან ადამიანები, რომელთაც სახეები არ უჩანთ, რადგან ისეთივე ფერის ე.წ. „ბენდენები“ აქვთ აფარებული, როგორსაც ბოლო დღეებში საპროტესტო აქციის ზოგიერთი მონაწილე ატარებდა.

სამ ვიდეოში ჩანს, რომ პირი, რომელსაც ფარული კამერა აქვს დამაგრებული, სავარაუდოდ, თითო მობილიზებული აქტივისტისთვის გადასაცემად 10 ლარს იღებს "ბენდენიანი“ პირისგან.

ხუთივე ეპიზოდში საუბარია "მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენების გეგმებზე და ამისთვის "დუხიანი“, "სანდო“ და ისეთი ბიჭების შერჩევაზე, რომლებიც "მშიშრები არ არიან“ და áƒ áƒáƒ›áƒšáƒ”ბსაც ამისთვის 10–20 ლარს დაუმატებენ. ერთ–ერთ ვიდეოში ასევე საუბარია, რომ "ძაღლების [პოლიციის] მანქანებიც უნდა მივაწვათ“, რისთვისაც გასამრჯელოდ, დამატებით, 50 ლარია დასახელებული.  

Civil.Ge © 2001-2024