ბურჯანაძე სამხედრო აღლუმის ჩატარების გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 May.'11 / 20:20

სახალხო კრებისა და "დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მოუწოდა, რომ შეცვალოს პრეზიდენტმა áƒ¡áƒáƒáƒ™áƒáƒ¨áƒ•áƒ˜áƒšáƒ›áƒ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის გამართვის გეგმები.

სახალხო კრება აქციას მართავს პარლამენტის წინ, სადაც ხვალ ხელისუფლება სამხედრო აღლუმის ჩატარებას აპირებს.

"შეცვალოს სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება,“– განუცხადა ჟურნალისტებს ბურჯანაძემ, "მისი უკანონო და დიქტატორული რეჟიმის გამოა იძულებული ეს ხალხი იდგეს ქუჩაში“.

მისი თქმით, თუ ჯარი აღლუმზე გამოსვლას გადაწყვეტს "იმ მთავარსარდლის წინაშე, რომელმაც მიატოვა ჯარისკაცები ბრძოლის ველზე... ძალიან სამწუხარო იქნება“.

“თუმცა მე მაქვს ინფორმაცია ჯარში სერიოზული პრობლემების შექმნის მას შემდეგ, რაც გაკეთდა განცხადება 21 მაისს სახალხო კრების მიერ დაგეგმილი აქციის თაობაზე. ვნახოთ, დაველოდებით მოვლენების განვითარებას,“– აღნიშნა მან.

 

Civil.Ge © 2001-2024